“ტვ პირველის” ეთერში, “ენმ”-ის წევრი, გიორგი ჩალაძე და “გირჩის” ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი:
გიორგი ჩალაძე:
აწამეს, თუ არა მიხეილ სააკაშვილი? ან აწამეს, ან ეს ყველაფერი მოგწონთ. შუაშისტობა არ გამოვა. ან აქეთ ხართ, ან იქეთ. ენის მოჩლექით და ბლუყუნით ლაპარაკი არ გამოვა.
ვახტანგ მეგრელიშვილი:
მე მგონია, ძალიან კარგად ერთობიან, ძალიან კარგად ერთობით… გიორგი, თქვენ ასე აპირებთ საუბარს? ჩვენ ხომ შერიგების თემაზე გვაქვს სალაპარაკო. სააკაშვილმა დაანონსა, ხვალ დედას გიტირებთო…
გიორგი ჩალაძე:
ვინ დაანონსა, რას იგონებთ, რეებს ლაპარაკობთ. მიშა სააკაშვილზე არასერიოზული თქვენ ხართ ახლა, ამხელა კაცი ტყუილებს ლაპარაკობთ.
ვახტანგ მეგრელიშვილი:
მე არ მაინტერესებდა მიხეილ სააკაშვილის კონკრეტული სიტუაცია, მოვედი შერიგებაზე სასაუბროდ…
გიორგი ჩალაძე:
წამება დაინახეთ, თუ ვერა?
ვახტანგ მეგრელიშვილი:
რაის წამება, გეხვეწებით… რაის წამება, მე ციხეში ვმუშაობდი, როცა მიხეილ სააკაშვილი იყო იუსტიციის მინისტრი, ვიცი რა არის წამება.,..
გიორგი ჩალაძე:
თუ ხედავდი წამებას რას აკეთებდი?
ვახტანგ მეგრელიშვილი:
ვმუშაობდი… ჩემი აზრით, რა კადრებით ქართულმა ოცნებამ საჯარო სივრცეში გამოიტანა, ის იყო ძალიან სასარგებლო კადრები მიხეილ სააკაშვილისთვის…
გიორგი ჩალაძე:
აწამეს, თუ არა-თქო…
ვახტანგ მეგრელიშვილი:
მე ციხეში მინახია სიტუაცია, სადაც არავინ არავის ერჩოდა, რომელიც უფრო მეტად შეიძლება აღვიქვათ წამებად, ვიდრე ეს…
გიორგი ნიორაძე, ჟურნალისტი, წამყვანი:
ერთი შეკითხვა მაქვს, წამებასთან დაკავშირებით, მაგალითად, ციხეში ძალიან ბევრია ნარკოტიკდამოკიდებული ადამიანი….
ვახტანგ მეგრელიშვილი:
მიხეილ სააკაშვილი ნარკოდამოკიდებულია?
გიორგი ნიორაძე, ჟურნალისტი, წამყვანი:
არა, ზოგადად, ციხეებზე როცა ამბობთ, ხომ ამბობთ, ვმუშაობდი ციხეებშიო, იქ ხომ ისხდნენ ნარკოტიკდანაშაულზე სხვა ადამიანები, “ლომკაზე” მყოფ ადამიანს მეტადონს რომ არ აწვდიან, ეს წამებაა?
ვახტანგ მეგრელიშვილი:
-რა თქმა უნდა… წამებაა, მაგრამ ეგ რა კავშირშია?
გიორგი ჩალაძე:
თქვენ ის ადამიანი ხართ…
ვახტანგ მეგრელიშვილი:
თქვენ “ვაბშე” ვინა ხართ?..
გიორგი ჩალაძე:
-თქვენ ის ადამიანი ხართ, ვინც იძახდა, სააკაშვილი რომ მოკვდება მერე დავიჯერებ მის შიმშილობასო და…
ვახტანგ მეგრელიშვილი:
ძაან დიდი ბოდიში, მე ჩემ საკუთარ თვალებს ბევრად უფრო ვენდობი, ვიდრე მედიასაშუალებებს… ნუ მეჩხუბებით…
კომენტარები