მოლდოვაში, 31 ოქტომბერს, დილით, ქვეყნის ჩრდილოეთით, ოკნიცას რაიონში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
უწყებაში აღნიშნეს, რომ რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და ის სოფელ ნასლავჩაში ჩამოვარდა, დასახლება საზღვართან მდებარეობს.
შემთხვევამ რამდენიმე სახლში შუშები ჩაამსხვრია. პორტალმა NordNews-მა ადგილზე სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოვარდნის მომენტს ასახავს:
კომენტარები