მიშა კაჭკაჭიშვილი, სოციალურ ქსელში, ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
“ხო…
ვეცდები, მოკლედ, მაგრამ მაქსიმალურად დეტალურად და ლაკონურად დავწერო ჩემი და ბათუმის მერის დღევანდელი შეხვედრის შესახებ, რომელსაც ძალიან კარგი ახალგაზრდა, ბათუმელი, ცხოველთამოყვარული ახალგაზრდა კაცი Irakli Bzekalava ესწრებოდა.
დავიწყებ იქიდან, რომ რაც ეს დღეებია მთელმა საზოგადოებამ ვნახეთ ბათუმის ნაგავსაყრელზე მიუსაფარი ძაღლების მდგომარეობა, არის საშინელება…
ახლა შეხევედრის დეტალებზე:
1. დაიწყება გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით.
2. ეტაპობრივად მოხდება მათი გამოყვანა, სამედიცინო შემოწმება და შემდეგ გაშვება.
3. ყველა დაავადებული ძაღლის წამოყვანა და მკურნალობა.
4. შეიქმნა შიდა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც არიან, როგორც მერი და მერიის სამსახურების პასუხისმგებელი პირები, ასევე არასამთავრობო და ინდივიდუალური დაიტერესებული პირები.
5. სასწრაფო წესით დაიწყო დროებითი ადგილსამყოფელის მოწყობითი სამუშაოები.
ამ ეტაპზე სულ ეს მინდოდა მეთქვა.
პ.ს. მომყავს ერთი პატრა ლეკვი და თუ ვინმე იქნება მისი გაზრდის მსურველი, დამიკავშირდეს”
შეგახსენებთ, 2 დღის წინ გავრცელდა კადრები, როგორ ტოვებენ ავადმყოფ ძაღლებს ნაგავსაყრელზე სასიკვდილოდ. მიშა კაჭკაჭიშვილი იმ დღესვე გაემართა ბათუმში და როგორც ჰყვება, დღეს ბათუმის მერსაც შეხვდა. იმედია, ბათუმის მერია დადებულ პირობას შეასრულებს.
კომენტარები