ადვკატი, დავით გირგვლიანი, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და თავის მოსაზრებას ახმოვანებს:
მეგობრებო წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთა ერთერთმა მოქალაქემ და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ეს ვიდეო ჩემი აზრით ემსახურება არა რაიმე გადაცდომის დაფიქსირებას პოლიციის თანამშრომლის მხრიდან, არამედ პოლიციის თანამშრომლის და ზოგადად პოლიციის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას.
საპატრულო პოლიციის ინსპექტორი ჩემი კურსელი გიორგი ძიძიკაშვილია, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მისი წესიერებით და პატიოსნებით.
ახლა დეტალურად განვიხილოთ ვიდეოს შინაარსი და მიხვდებით რასთან გვაქვს საქმე.
მოქალაქე აჩერებს პატრულის ეკიპაჟს და ეკითხება “ნორმალურები თუ ხართო” (მოქალაქე ამტკიცებდა რომ თითქოს პატრულის ეკიპაჟმა შექმნა საავარიო სიტუაცია), რათქმაუნდა პატრულ-ინსპექტორმა მოქალაქეს სთხოვა გაეჩერებინა სატრანსპორტო საშუალება, რათა გარკვეულიყო სიტუაციაში თუ რა პრობლემა ჰქონდა მოქალაქეს.
ცხადია პატრულ ინსპექტორი ვალდებული იყო გაეჩერებინა მოქალაქე, რადგან ავტომობილიდან საუბარი პატრულის თანამშრომლებისათვის აკრძალულია .
პირველი მოქალაქესთან კომუნიკაციის დროს, რაც პოლიციელმა უნდა გააკეთოს არის ვინაობის დადგენა! რატომ? იმიტომ,რომ მინიმუმ იცოდეს ვის ესაუბრება (თუნდაც იმიტომ, რომ იქნებ პირს საერთოდ არ აქვს მართვის მოწმობა, იქნებ იგი არის ძებნილი პირი და ა.შ)
ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ მოქალაქე არ ემორჩილება პოლიციის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას პირადობის მოწმობის წარმოდგენაზე და არის დესტრუქციული, რითაც ცდილობს ემოციური ელფერი შესძინოს მართლაც უწყინარ სიტუაციას და ცდილობს მაქსიმალურად ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს როგორც რიგითი პატრულ-ინსპექტორი გიორგი ძიძიკაშვილი, ასევე ზოგადად საპატრულო პოლიცია.
ამ ფაქტის შემსწრე ტაქსის მძღოლის პროტესტიც კი გამოიწვია გოგონას ქცევამ, რომელმაც ტაქსის მძღოლი უმალვე უცენზურო სიტყვებით მოიხსენია და შემდგომაც გააგრძელა მისი უცენზურო სიტყვებით მოხსენიება.
პატრულ-ინსპექტორიც ადამიანია და ალბათ რთულია ამ ყველაფრის მოთმენა, თუმცა მას მოქალაქის მიმართ არ დაურღვევია ეთიკის ნორმები, როდესაც თავის მხრივ აღნიშნული მოქალაქე ეთიკის ყველა ნორმას გასცდა. იგი არაფრად აგდებდა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავისივე დესტრუქციული ქმედებებით შეწუხებულ ტაქსის მძღოლს.
საპატრულო პოლიციის ავტომობილი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ვიდეო გადაღებას და ადვილი დასადგენია ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის დარღვევას, თუმცა ის როგორც ვიდეოს ავტორი იქცევა ყოვლად მიუღებელია პირადად ჩემთვის!
პოლიციის მიმართ ამგვარი დესტრუქციული დამოკიდებულება და განგებ ნეგატიური ფონის შექმნა ჩემი აზრით გაუმართლებელია,რადგან ეს ადამიანები 24 საათის მანძილზე მუშაობენ ჩვენი უსაფრთხოებისათვის!
ამ ვიდეოს არაერთხელ ვუყურე და შევამჩნიე ერთი ფაქტი, ავტორი სავარაუდოდ შლიდა იმ კომენტარებს, სადაც მოქალაქეები არ ეთანხმებოდნენ ვიდეოს ავტორს და თავად მისივე უცენზურო ლექსიკის შესახებ აძლევდნენ შენიშვნას.
იშლებოდა კომენტარები, სადაც ნეგატიურ კონტექსტში არ მოიხსენიებდნენ აღნიშნულ პატრულ-ინსპექტორს და ზოგადად პოლიციას.
აღნიშნულ ვიდეოზე დააკომენტარეს რამოდენიმე ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელმა პოლიტიკოსებმაც და ცხადია შეფასებაც პოლიტიკურ ელფერს ატარებდა, თუმცა რა დარღვევა დაინახეს პოლიციელის მხრიდან ნამდვილად ვერ ვხვდები.
რას ემსახურება ამგვარი ვიდეოები?
რა დარღვევა ჩანს აქ პოლიციის თანამშრომლის მხრიდან და ვინ არღვევს ეთიკის ნორმებს ამის შეფასება თქვენთვის მომინდია.
კომენტარები