სასულიერო პირს, პეტრე კვარაცხელიამ თავის საავტორო გადაცემაში „ფიქრები“ მომღერალ ეკა კვალიაშვილს ყოფილ ქმარზე რამდენიმე კითხვა დაუსვა.
პეტრე კოლხისა და ეკა კვალიაშვილის საუბრიდან მოკლე ამონარიდი:
– მინდა გაგახსენო რომ შენი ერთ-ერთი ყოფილი მეუღლე მონასტერში წავიდა და მორჩილად შედგა, ის ბერობას აპირებდა და მოულოდნელად გარდაიცვალა. შენზე ამან თავის დროზე გავლენა არ მოახდინა?
– ის იყო მორჩილი, როდესაც ჩამოვიდა და ცოლად გავყევი.
– ანუ აცდუნე?
– მე არ ვაცდუნე, ხომ იცი, რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო.
– ანუ კაბოსანს გაყევი ცოლად?
– არა, არ იყო შემოსილი, იყო უბრალოდ მორჩილი.
კომენტარები