ნიკა გვარამია პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა და შენობაში შესვლამდე ვიდეო გაავრცელა:
“ზუსტად ვიცი, ეს სამი ადამიანი არის ვოლსკის შტაბის წევრები და ისინი არან გამოგზავნილნი. მოვითხოვ, დაიკითხოს ეს სამი ადამიანი არის ჩუღურეთიდან, არიან ბატონი ვოლსკის შტაბის წევრები. აბსოლუტური რწმენა მაქვს, რომ ეს ხალხი გამოგზავნილია ვოლსკის მიერ. მე მოვითხოვ, რომ დაიკითხოს ბატონი ვოლსკი, სისხლი სამართლის საქმე აღიძრას მასზე. როგორც დამკვეთზე პოლიტიკური ანგარიშსწორებისა, მან უნდა დატოვოს საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი“
30 ინვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან, ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც გვარამიამ თვალისა და ცხვირის არეში დაზიანება მიიღო.
კომენტარები