7 ოქტომბერს, პარლამენტის შენობასთან კიდევ ერთი აქცია გაიმართა და როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, ისინი “საოცარ რამეს ითხოვენ” – მუშაობის უფლებას!
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატარი, ალექსანდრე პაიკიძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს და წერს:
“ხვალ დავდებთ დღევანდელი აქციის შემაჯამებელ ვიდეოს. დღეს კი მოკლედ გეტყვით – საპატრულო პოლიციამ ჩვენი კარავი მოიპარა!
გადაღებული გვაქვს!
ხალხი შიმშილობს და ესენი ასეთი ფორმებით ებრძვიან!!!
ამაზრზენი მეთოდები აქვთ და აუცილებლად ინანებენ საკუთარ ქმედებებს!ყველა პოლიციელის წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობდა ამ აქციაში, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ!
უკვე გვაქვს კონსულტაციები იურისტებთან და არასამთავრობოებთან.
კრიმინალურ ბრძანებებს ასრულებენ.”
კიდევ ერთ ვიდეოს აქვეყნებს მარი გოჩავა და წერს:
“მრცხვენია რომ საქართველოს ჰყავს ქურდი პოლიციელები…”
როგორც ვიდეოში ხედავთ, ზოგ პოლიციელს უკეთია პირბადე და ზოგს არა!
პოლიციელები არც დისტანციას იცავენ.
უნდა ეკეთოს თუ არა აქციაზე მისულ პოლიციელს ნიღაბი? – წესით, კი.
ალბათ, მოპარეს ნიღბები, თორემ, პოლიციელი რეგულაციას და კანონს ხომ არ დაარღვევდა? – ამბობენ, ქურდის ქურდი ცხონდაო!
გარდა ნიღბებისა, როგორც ჩანს, ხალხი, ადამიანები მოიპარეს ჩვენ ქალაქში, თორემ, აბა, როგორ და რით აიხსნება ის ფაქტი, რომ სოციალურ ქსელში, ათასობით ადამიანი წერს, რომ მას უნდა მუშაობის უფლების დაბრუნება, თუმცა, აქციაზე ასამდე კაციც კი ძლივს იკრიბება?
კომენტარები