ზაზა გახელაძის მეუღლე, “ფორმულასთან” საუბრისას, ჰყვება, რომ მას კიდევ ერთხელ შეხვდენენ ხელისუფლების წარმომადგენლები:
“მთავარია მიესაჯოს და მერე სხვანაირად ამოქმედდება ის ბერკეტებიო, მითხრეს. რისი გაკეთებაც შეუძლიათ – ჩვენთვის არ არის ცნობილი. ჩვენ შიდა სამზარეულოში არ დავინტერესებულვართ, რას გააკეთებენ და როგორ.
ყოველთვის ველოდებოდით, რა ნაბიჯებს გადადგამდა რუსული მხარე და იმის მიხედვით იმოქმედებდა ჩვენი ხელისუფლება.
დამაიდებელია, რადგან სხვას არავის არაფერს ძალუძს, გარდა ჩვენი ხელისუფლებისა.
პირველივე სხდომაზე აღიარა მესაზღვრემ, რომ ზაზას გამიზნულად არ უსვრია მათი მიმართულებით.12 წელიწადს… ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას ოჯახი ნამდვილად არ ველოდით“
კომენტარები