მეუფე ნიკოლოზი დავით გარეჯში, მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება:
გუშინ 6 ათასი გარეჯელი ბერის ხსენება იყო და მღვდლებს აუცილებლად უნდა მიეღოთ ღვინო. ტიპიკონით არის ესე, ტრაპეზი უნდა გაიმართოს და აუცილებლად უნდა იკმიონ აღდგომის დღესასწაულია და აუცილებლად უნდა მიიღონ ღვინო, უნდა დალიონ.
რა თქმა უნდა, უნდა მოზომონ და არ უნდა დათვრეს სასულიერო პირი, ვემიჯნები ამას ყოველთვის, მაგრამ ნასვამი აუცილებლად იქნება, წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ხვალ გიორგობაა და წმინდა გიორგის ტაძრებში და მონასტრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, ეს არხის, სახელად მთავარის საყურადღებოდ და მეც მექნება ჩემი ტაძრის დღესასწაული და მეც ვიქნები ნასვამი აუცილებლად, იმიტომ რომ, რომ არ დავლიო ეს იქნება დარღვევა კანონის”
კომენტარები