ლუკა სირაძის დედა ელიკო ჩხიტუნიძე მისი შვილის საქმეზე მარიანა ჩოლოიანის ციხიდან გათავისუფლების ფაქტს “ტვ პირველთან” ეხმაურება და ამბობს:
“ოჯახში ვინც დავრჩით, დედა და ძმაც ესენიც გაგვანადგურეს, სუნთქვის საშუალებაც კი წაგვართვეს, ცხოვრებაზე ხელი უნდა აიღო. რა უნდა ეძებო სამართალი სად უნდა ეძებო თურმე, ჯერ ისედაც არ იყო შეფარებული რაც ეკუთვნოდა მას. ბიძა რომ გვყოლოდა პროკურორი, ნათესავი მყოლოდა, კიდევ მიუზღვავდნენ… ეს 5 წელიც არ მისცეს 3 წელი მისცეს. მართლაც ათიანი მიიღეს მოსწავლემ რომ წაახალისეს. მე ვფიქრობ, გააჩუმეს, ჩასვეს, რომ მალე გამოგიშვებთ ეს იცოდნენ… თორმე რაღათ უნდოდათ გამოძიება. ესეთი, გამწარებული დედა ხალხი, ყველა გამოგვყვებოდა, მთელი საქართველო გამოგვყვებოდა, მაგრამ დაგვაჭირეს წიხლი, გაგვანადგურეს”
ბრალდებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი ციხიდან დღეს გამოუშვეს. ბრალდებული, რომელიც სასჯელს 15 წლის მოზარდის მიმართ იძულების ფაქტზე იხდიდა, ვადაზე ადრე უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მისი ადვოკატის მტკიცებით, პატიმარი უდოს კომისიის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კარგად იქცეოდა.
ჩოლოიანის გათავისუფლება მოულოდნელი აღმოჩნდა გარდაცვლილი ლუკა სირაძის ოჯახისთვის. სირაძის ძმის თქმით, ჩოლოიანმა გათავისუფლება სისტემაში მომუშავე მეგობრების საშუალებით შეძლო.
2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორივეჯერ მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა.ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
კომენტარები