ევროკავშირის ოფისის წინ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კობახიძე ოფისის წინ ჟურნალისტების კითხვებს სცემდა პასუხს, რა დროსაც მასთან მელია მივიდა:
“შენ მართლა გჯერა, რომ დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტი”.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ელჩები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ხვდებიან. როგორც კობახიძე ამბობს, შეხვედრა მხოლოდ არჩევნებს ეხებოდა. ოფისთან მისული იყო ნიკა მელიაც, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ისიც უნდა შეხვდეს.
როცა მელია კობახიძესთან კითხვის მივიდა და პასუხის გაცემა მოსთხოვა, კობახიძემ ის პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აგინეს. პოლიტიკოსების გაშველებას ადგილზე მყოფი ხალხი ცდილობდა. კობახიძეს ტერიტორია დაცვამ დაატოვებინა.
“პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტოა” – განაცხადა კობახიძემ ადგილის დატოვებისას.
კომენტარები