მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელმა, მალხაზ გულაშვილმა საკუთარ საავტორო გადაცემაში “რეალური პოლიტიკა” არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის განცხადების გამოეხმაურა.
“არა, მე მალხაზ გულაშვილს, რომ მადანაშაულებს ამას არ გავატარებ! ვერ გავატარებ და ეს არის ფაქტი, თორემ სტუდიაში, რომ მოდის და რომ უთანხმებენ სტუმარი იქნება ეს, ჩაერთვება ეს და ეუბნებიან დებატების ფორმატი არ არის. მერე თვითონ, რომ ეძახის იმას რაღაცა სიტყვას, ისიც პასუხობს და შემდეგ უკვე დებატებს არიდებს თავს და გადის სტუდიიდან და ახლა მე არ ვიცი, ალბათ, მაკა რაზმაძეს უნდა ვკითხოთ, რა მოხდა.
სიმართლე გითხრათ აქ არ ვიყავი და ის შენიშვნა, რომ მე უნდა შემოვვარდნილიყავი აქ სტუდიაში და ასე ვთქვათ, “მიმეკაჩავებინა” ვიღაცა “ნაცი…” მე არ ვერევი სხვის გადაცემაში. მე მაქვს ჩემი გადაცემა, რომელშიც ვიწვევ ადამიანებს და წყნარ ფორმატში ვსაუბრობთ. ყოველგვარი დებატებისა და ისტერიკების გარეშე, მაგრამ ჩვენ გვყავს ორი წამყვანი, ეკა სეხნიაშვილი, რომელსაც 8 საათზე “დროული კითხვა” და მაკა რაზმაძეს მიჰყავს “ჩაი”, რომელიც სულ რაღაც ორი კვირაა, რაც პირდაპირ ეთერში გადის. მათ აქვთ დებატების ფორმატი. ხან აქვთ, ხან არა. თვითონ წყვიტავენ და მე ნამდვილად არ ვერევი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტელევიზიის 100%-იანი მფლობელი ვარ, ჩემს მეუღლესთან ერთად, არანაირ ჩარევას ჩვენ არ ვახორციელებთ.
არც განვახორციელებთ და რახან ამ თემაზე მოვიდა საუბარი მინდა, რომ ეს განვმარტო. ნანა კაკაბაძე ჩვენთან ჰქონდა ყველაზე დიდი ტრიბუნა. ამდენ ხანს ის არცერთ ტელევიზიაში არ ყოფილა. ან რადიოში იწვევდნენ, ან ტელევიზიაში და ა.შ. ბოლო პერიოდში რა მოხდა არ ვიცი, რაღაცა წარმოდგენები გაუჩნდა და სხვანაირი განცხადებების გაკეთება დაიწყო და მგონია, რომ რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი. თვითონაც უნდა დაფიქრდეს, რომ ისეთი ადამიანი არაფერში არ დაადანაშაულოს, თვითონ ჰქონდეს მერე ბოდიში მოსახდელი. ამაზეა საუბარი, თორე მეტი კი არაფერზე. ნანა კაკაბაძე, რომ იბრძოდა ჩვენც ვიბრძოდით იმ დროს. არც ჩვენ ვყოფილვართ ჯირკვლებში ჩამძვრალი.
1987 წლიდან ვიბრძოდი, ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი და სტუდენტური მოძრაობის ლიდერი ვიყავი ტექნიკურ უნივერსიტეტში და საკმაოდ დიდმა ტანკებმა გადაიარეს ჩვენზე. სააკაშვილის რეჟიმმა რაც ჩემს ოჯახს უქნა ბევრისთვის არ უქნია ესეთი. მთელი ოჯახი დაგვატყვევა და რასაც ჰქვია მთელი ოჯახი გაგვასწორა მიწასთან. ეს ჰოლდინგიც მაგან დაშალა და მაგისმა დამქაშებმა. მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ დემოკრატი ადამიანი, ჩემი ოჯახიც და ეს ჰოლდინგიც დემოკრატიულია, მიუხედავად ამისა, იმ წამებლებსაც კი, რომლებიც პირს მარიდებენ მე თუ აქ ვარ და გარბიან აქედან იმიტომ, რომ ხედავენ ჩვენ აი, ეს დემოკრატიული პრინციპები გვაქვს და ზუსტადაც თავისუფალი პრესის პრინციპებით ვფუნქციონირებთ და ეს არის თავისუფალი პრესა. მე ვერ გავაკეთებ ისეთ ტელევიზიას, მაშინ უნდა ავიღო ფული ან ხელისუფლებისგან, ან ოპოზიციისგან. მე თვითონ ვაფინანსებ ამ ტელევიზიას. არავის დაფინანსება არ მჭირდება და მე თვითონ ვაკეთებ იმას, რასაც ჰქვია დემოკრატიული პრესა.
ჩვენ ამიტომ ვეძახით ყველა მხარეს და მე ამდენი მოთმინება არ მაქვს, რომ ჩემს გადაცემაში ყველა მხარეს დავუძახო იმიტომ, რომ ამ ყველა მხარესთან და იმ მხარესთან კონკრეტული ძალიან დიდი პრეტენზიები მაქვს.
მე ვუფრთხილდები და ადამიანს ვაძლევდით საშუალებას, რომ რაც შეიძლება მეტი ტრიბუნა ჰქონოდა და იმის მაგივრად ახლა… ჭასთან, რომ მიდიხარ და ჭიდან წყალს, რომ სვამ და მერე, რომ ჩააფურთხებ იმ წყალში, აი დაახლოებით ესეთი რაღაც გამოუვიდა ნანა კაკაბაძეს ჩემთან მიმართებაში. გადაცემაში შეიძლება ჟურნალისტმა რაღაც შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამაზე ამ ისტერიკის მოწყობა არ იყო საჭირო და არც აღშფოთების რაღაც, რომ აი, ესენი ვინ ყოფილან თურმე და ა.შ,”
ცნობისთვის, რამდენიმე დღის ნანა კაკაბაძე “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გიორგი ჩალაძეს დაუპირისპირდა. პასუხად ჩალაძემ მას უთხრა, რომ ის “პოლიტიკურ საღორეში” დაასრულებს.
ნანა კაკაბაძემ გადაცემის შემდეგ, დაწერა:
“უღრმესი მადლობა ყველას, ვინც დაინახეთ “ჯორჯიან ტაიმსის” ნამდვილი სახე, 1 ნოემბრის 22.00 საათიან გადაცემაში, რომელიც ჩემი გაშავების მცდელობას მიეძღვნა.
ეს იყო ერთგვარი ლუსტრაციაც კონკრეტული “ჟურნალისტის”, და ტელე- მფლობელის, რომელთაც არც კი უცდიათ აეხსნათ, რა მოხდა ან რატომ მოხდა ის რაც მოხდა.
ზემოხსენებული მიუთითებს ამ გადაცემის მიზანმიმართულობაზე და არა შეცდომით გამოწვეულ პრობლემაზე. – უფრო მეტიც, ამის სანაცვლოდ, გულაშვილმა დამამუნათა, თურმე უნდა მოვმზადებულიყავი დებატებისთვის,-რომელსაც იმ გადაცემაში ადგილი ნამდვილად არ ჰქონია.
ობიექტურმა მაყურებლებმა თვითონ იხილეს და შეაფასეს რაც იქ იყო და როგორც იყო…
ცხოვრება გაგრძელდა. ყოველდღიურად სულ უფრო აქტუალური ხდება, მთელი რიგი ჟურნალისტების მხრიდან, საზოგადოებაზე ძალადობა, ტალახის შესხმა, ცილისწამება, ბულინგი, რომელიც ყოველ ჯერზე დაუსჯელი რჩება, არადა შეწუხებული საზოგადოება ელის გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან.
ჩემს მეგობრებსა და თანამოაზრეებს გთავაზობთ, ყველამ ერთად ვიფიქროთ პროტესტის ისეთ ფორმაზე, რომელსაც იცნობს ცივილიზებული მსოფლიო მსგავსი ზონდერ ტელევიზიებისა თუ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომელთა რიცხვს “ჯორჯიან ტაიმსიც” მიემატა.
თუ ეს წინადადება მისაღებია, მოვიძიებ და მოგაწვდით ინფორმაციებს.
ველი თქვენს წინადადებებს.”
კომენტარები