მომღერალმა ინდირა ჯგერნაიამ ქართულ „ვოისში“ მონაწილეობის შესახებ „ფარულ კონვერტში” ისაუბრა და განმარტა, რატომ ჰქონდა კონფლიქტური სიტუაცია მის მენტორთან, მომღერალ ნინო ჩხეიძესთან:
“მიუხედავად იმისა, რომ ხუთივე მენტორი მოტრიალდა, მე არ მქონდა არჩევანის საშუალება, მითხრეს, რომ ნინო ჩხეიძე უნდა ამერჩია…
დილის 6 საათზე ვდგებოდი, ჩამოვდიოდი ქუთაისიდან რეპეტიციაზე, ისევ უკან მივდიოდი, რადგან ვმუშაობდი ქუთაისში და თქვეს – რატომ არ დადის ჩვენთან ერთად საღამოობით “ტუსოვკებზე”? ან შენ რა გეტუსოვკება? კარაოკეზე უნდა ჩაგეხლიჩა ყელი სადღაც…
დაიხვია ენაზე, რომ ინდირა სცენაზე გასვლის წინ სვამდაო, ცხელ ჩაიში რომ ცოტა კონიაკს ვისხამდი… ვაიმე, დაელია თვითონ და ემღერა მერე ჩემ ხმაზე… ალკოჰოლი უნდა დალიო, როცა კონკრტული ლაივი გაქვს და გამოუვალი მდგომარეობა გაქვს, ის იმწუთას გამღერებს, მაგრამ რომ გამოხვალ სცენიდან, ხმა აღარ გაქვს…”
ია ფარულავას თქმით, ნინო ჩხეიძემ უარი განაცხადა გადაცემაში მისვლაზე და თქვა, “ჩემი მოსვლით ინდირას რეიტინგს ვერ ავუწევ”
ნინო ჩხეიძის აწეული რეიტინგი მართლა არაფერში მჭირდება, გეხვეწები, შენი წონა ნოტი მაქვს ნაქსეროქსები-თქო, უთხარი… – პასუხობს ინდირა
ერთ-ერთ კონცერტზე რაღაცა რთულ სიმღერას ვმღერი ცოცხლად ქუთაისში, ვიმღერე ეს სიმღერა და უცებ აცხადებენ, რომ ნინო ჩხეიძე უნდა გამოვიდეს და ნანახი არ მყავს წლებია… შუა სიმღერის დროს ვუთხარი, ხომ ხარ ახლა ღირსი, გამოგირთო პლიუს ფონოგრამათქო…
კომენტარები