გიგი უგულავას სასამართლო პროცესზე, ერთმანეთს ოპოზიციონერი და მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი არაერთხელ დაუპირიპირდნენ.
გიგი უგულავა:
-ნუ მეჩრებით პირში, დაიწყნარეთ ნერვიული აპარატი, დამაცადეთ საუბარი, გაჩუმდით და მომისმინეთ. ამდენი დრო არ დაიკარგებოდა, რომ გამოძიებას კეთილი ენება და ის კადრები ამოეღო, რომელზეც ასე ხელისცეცებით საუბრობენ მოწე და ბატონი ადვოკატი.
ბადრი კოჭლამაზაშვილი:
-ნუ მიყვირი.
უგულავა:
-მგონი 5 წუთი უნდა დაისვენოთ, გადახვედით წითელ ხაზებს. თქვენთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია და თქვენც კარგად იცით, რომ ჩვეულებრივ ფარსში მონაწილეობთ.
კომენტარები