ნინო ბურჯანაძე “ტვ პირველთან” საუბრობს”
“გახარიას გადადგომა ერთის მხრივ პოზიტიური იყო, მაგრამ მეორეს მხრივ, კი არ უნდა გადამდგარიყო იმ დღეს, მას უბრალოდ თავისი უნდა გაეტანა, როგორც პრემიერს ამ გუნდისას. თუ ადამიანი ნომინალური ფიგურაა, მაშინ როდესაც ის კონსტიტუციურად არის პირველი პირი, რატომ უნდა დავიჯეროთ რომ ის ოპოზიციაში იქნება არანომინალური ფიგურა?
არ არის გამორიცხული, რომ ბატონმა გახარიამ გადაწყვიტოს, რომ გაემიჯნოს ივანიშვილს და იყოს დამოუკიდებელი ფიგურა, მაგრამ მას დასჭირდება ამის დამტკიცება. ბევრ რამეს როცა ხელისუფლებაში ხარ ვერ ამბობ, ან არ ამბობ, მაგრამ თუ ოპოზიციაში გადმოდიხარ, ვალდებული ხარ აუხსნა საზოგადოებას. მას მოუწევს იმის დამტკიცება, რომ ის არ არის სათადარიგო საბურავი.
თუ ივანიშვილი უყიდის მანდატებს და შევა, მაშინ მას ოპოზიციასთან კავშირი არა აქვს. თუ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ათი მანდატის ნაცვლად 1 მანდატს მისცემენ, დაკმაყოფილდება და შევა?
ადამიანი კონკურენტად რომ ჩათვალო, პარტია უნდა შექმნას, დაამტკიცოს რომ ოპოზიციონერია, გვაჩვენოს მისი პროგრამა, გვანახოს ვინ იქნება მის გვერდით და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ან ჩათვალო კონკურენტად, ან – არა. ვარ ობიექტური და ნეიტრალური, დაველოდები მის შემდგომ ნაბიჯს და გუნდს, რომელსაც შეკრებს.
თუ ის იქნება რეალური ოპოზიციონერი, მაშინ ის ოპოზიციის კონკურენტი კი არ გახდება, არამედ ოპოზიციის დამატებითი ძალა, იმიტომ რომ მაშინ მას უნდა მოუნდეს ვადამდელი არჩევნები, ივანიშვილის ხელისუფლება და ა.შ.
ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ივანიშვილი, რომელიც არ არის უჭკუო კაცი, ხვდება, როგორც ჩანს, რომ უახლოვდება კრიზისი, თუ გახარია ივანიშვილის სათადარიგო საბურავია, მაშინ შეიძლება მან ვადამდელი არჩევნებიც ადვილად დათმოს, რადგან გახარიაზე გააკეთოს გარკვეული გათვლა.
კომენტარები