ანა მიქაძე, თამარ ჩერგოლეიშვილი, თამთა მეგრელიშვილი, თეონა დოლენჯაშვილი “ფორმულაში”:
-“ქართულ ოცნებას” ნაწილებად გშლით, უნდა მოგაშოროთ ნაწილებად, კი, ჩემი დღის წესრიგი ეგ არის, კი და მერე მინდა რომ ნატოში შევიდეთ, როცა მოგიშორებთ…
– გაქვთ კარი ღია საკანონმდებლო ორგანოში და შებრძანდით, ნუ დარბიხართ აქეთ-იქით- შევბრძანდეთ „ოცნების“ გაყალბებული არჩევნების შემდეგ?! რატომ დარბიხართ ეთერ-ეთერ? გახარიაზე რომ მარჩიელობთ ახლა, მესამე ძალა არის, თუ არ არის.
-თამარ, მშვენიერ გოგოებთან მაქვს კითხვა…
-მშვენიერება რა შუაშია? ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მშვენიერ გოგოებად არ მოგვიხსენიო…
-ეს “აჟიტირებული” ევროპა, ასეთი გადაგებული ჩვენზე, რატომ ამბობს მუდმივად, რომ ორივე ძალა ხართ პასუხისმგებელი, მობოიკოტე ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. ხართ პასუხისმგებელი ქვეყნის კეთილდღეობაზე?
-ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ, იმაზე, რომ ამ ქვეყანაში შემდეგი არჩევნები იმაზე ადრე ჩატარდეს, ვიდრე ივანიშვილს უნდა, იმაზე, რომ დასავლეთიდან წნეხი არ გაჩერდეს, იმაზე, რომ გაზაფხულზე თბილისში დიდი გუგუნი იქნება… იმაზეც, რომ ორჯერ გამოვცვლით ხელისუფლებას არჩევნების გზით… ყველაფერზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, გახარია ხომ არა ვარ რომ გავიქცე?
-საიდან უნდა გაიქცეთ, არსაიდან ხომ არ გაიქცევით? საკუთარი თავიდან ხომ არ გაიქცევით?
-თქვენ თავთან ჩამოყალიბდით, რაღაცა ხარისხი უნდა იყოს იმისთვის, რომ ნორმალური დისკუსია შედგეს და ვწუხვარ…
-ოლიმპოდან გადმოხედვა არის მუდმივი პრობლემა, რაც უფრო ოლიმპოდან გადმოხედავთ და გადმოაკუკავთ ადამიანებს, მით უარესი თქვენთვის…
კომენტარები