“არ იყვირო, პასპორტი მომეცი, არ გეშინია, ბავშვი გყავსო!” – მოქალაქის თქმით, ზუგდიდში ქართული ოცნების აქტივისტები, სამართალდამცავები და საჯარო მოხელეები ოპოზიციის მხარდაჭერებს სახლებში უვარდებიან და პირადობის მიწმობებს ართმევენ, რომ არჩევნებზე ვეღარ მივიდნენ.
მოქალაქეები ასახელებენ კონკრეტულ სახელებს და გვარებს და კადრებში ჩანს, რომ საცხოვრებელ ბინაში, სადაც კარებში დგას პოლიცია, დაპირისპირებული მხარე ბინაში ისე შევიდა, რომ პოლიციას მისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია.
კადრებში ჩანს ისიც, რომ პირადობის მოწმობები ქუჩაში ყრია და მოქალაქეები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ხმაური ატყდა, პირადობები ასე გადაყარეს. დაპირისპირება ხდება დევნილთა დასახლებაში.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები