ტელეწამყვანი, სალომე გოგიაშვილი ამბობს, რომ უსაფრთხოება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პანდემიის პირობებში გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე როდის განახლდება სკოლებში სწავლა. ამის შესახებ სალომე გოგიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„ჩემთვის დღეს ჩემი შვილის ჯანმრთელობა ბევრად და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ პირველ ნოემბერს წავა სკოლაში თუ პირველ ოქტომბერს, ახლა ამ ეტაპზე ძალიან დიდი ბოდიში, მაგრად ფეხზე მკიდია, წავა თუ არა.
ჩემთვის მთავარია, ჩემმა შვილმა ის პრეპარატი არ მიიღოს, რომელიც საერთოდ არ ვიცი შემდეგ რაზე იმოქმედებს. დედაჩემთან არ მოიტანოს, რომელიც რისკ ჯგუფშია, იმიტომ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ვიდრე ახლა ვიჯდე და ვიფიქრო, როდის გაივლის დედაენას პირველ ოქტომბერს თუ პირველ ნოემბერს“
კომენტარები