ტელეკომპანია “ფორმულა” ბრიფინგს მართავს:
“თავდაცვის სამინისტრო მიმართავს სასამართლოს და ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
ეს ფაქტი უკავშირდება ტელეკომპანია “ფორმულას”, როგორც ჩანს ხელისუფლების ქმედებები ფინალურ ფაზაში შედის.
მინდა გაგახსენოთ, რომ ორშაბათს “ფორმულაში” გავიდა “ედისონის” კვლევები და მაყურებელმა დაინახა, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს 43 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას და ეს გახდა მიზეზი ასეთი დაჩქარებული წესით მიეტანათ შეტევა ტელეკომპანიაზე.
ეს ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში.
ხელისუფლებისთვის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს კრიტიკული მედიები.
ბოლოშია გასული ნიკა გვარამიას ქეისიც.
დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობდა ვატო წერეთელის მამის სასამართლო პროცესი.
გვაქვს ეჭვი, რომ ხელისუფლება განიხილავს სცენარს რომ ერთდროულად მოხდეს ამ სამი კრიტიკული მედიის შეფერხება, ან გაჩერება. ხელისუფლება განიხილავს სცენარს, როგორ შეიძლება წავიდეს ეს ქვეყანა რუსული მმართველობისკენ.
ეგზიტპოლები ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარდება და ნებისმიერ შემთხვევაში გავა. მინდა მივმართო ამერიკის საელჩოს, რომ არ მოხდეს ზეწოლა ეგზიტპოლების ჩამტარებელ კომპანიაზე. ეგზიტპოლები, ზუსტად 8 საათზე, ჩვენ არხზე გავა პირდაპირ ეთერში.”
კომენტარები