მოგეხსენებათ, უკვე ერთი წელია, ფუტკარაძეების ოჯახიდან 9 შვილი წაიყვანა სახემწიფომ, მათ შორის, 7 თვის ჩვილი.
როგორც “ალიას” არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” თანამშრომელი, მზია ქედელიძე უყვებოდა, ოჯახმა ყველა ვალდებულება შეასრულა (ვგულისხმობთ, რემონტს სახლში და გოგოებისთვის ცალკე საძინებლის გამოყოფას), სახელმწიფომ კი შვილები მაინც არ დაუბრუნა.
პარალელურად, რამდენიმე დღის წინ, განცხადება გააკეთა სოფელ თხილნარის რწმუნებულმა, რომელმაც თქვა, რომ არ იცის რატომ წაიყვანეს ბავშვები, თუმცა, ოჯახს იცნობს და იცის, რომ პირობები არა აქვთ. კითხვაზე, რატომ არ აქვთ კარგი საცხოვრებელი პირობები, თუ სახელმწიფო ეხმარებოდათ, რწმუნებული ასევე პასუხობს, რომ არ იცის.
განცხადება გააკეთა სოციალურმა სააგენტომაც, რომლის მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ოჯახმა 120 კვ. ბინა გადაცვალა სოფლის სახლზე, 4300 კვ.მ. ეზოთი და ბაღით და სახლი იყო ურემონტო.
იმის გამო, რომ ოჯახის ირგვლივ უამრავი ჭორი აგორდა, “ქართული იდეის” ლიდერები ადგილზე ჩავიდნენ სიტუაციის გასაცნობად და პირველივე დღეს გვაჩვენეს ფუტკარაძეების კარ-მიდამო!
გუშინ “ქართული იდეა” ესტუმრა სოციალურ სამსახურს, საიდანაც ასევე ლაივი შემოგვთავაზა და სოციალური სამსახურის თანამშრომელი ვიდეოში ლევან ჩაჩუას პირდება რომ ოჯახს შვილებს დაუბრუნებენ და ეუბნება, რომ რადგან “ასეთი დიდი კაცი ჩაერია ამ ოჯახის საქმეში, ის მომხრე იქნება ოჯახს შვილები დაუბრუნონ!”
ლევან ჩაჩუა იქვე პასუხობს სოციალური სამსახურის თანამშრომელს რომ ის დიდი კაცი არ არის და უბრალოდ მრავალშვილიანი მამაა!
დღეს კი ოჯახს ცხრავე შვილი დაუბრუნეს. როგორ მოახერხეს 2 დღეში გადაწყვეტილების მიღება, მაშინ როცა ერთი წლის მანძილზე ოჯახის არ შეისმინეს, უცნობია.
რა თქმა უნდა, არ გვინდა დავიჯეროთ, რომ საქმე “დიდ კაცშია” და უფრო ლოგიკური იქნება, ვიფიქროთ, რომ ბავშვების წაყვანა თავიდანვე არაკანონიერი იყო, თუმცა, გამოძიება, იმედია, ამას მალე დაადგენს.
ინფორმაციას იმის შესახებ, რას სთხოვდნენ ფუტკარაძეების ოჯახს, რას გვიყვებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივა” და რას ამბობდნენ ოჯახზე სოციალური სააგენტო და სოფლის რწმუნებული – იხილავთ აქ.
დღეს გადაღებული ვიდეო, ფუტკარაძეების ოჯახში, რომელსაც “ქართული იდეის” ლიდერები ავრცელებენ:
გუშინ, 11 აგვისტოს, სოციალურ სააგენტოში გადაღებული ვიდეო, რომელსაც ასევე “ქართული იდეა” ავრცელებს:
კომენტარები