შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლი, თამაზ ჯოხაძე ვიდეოს ავრცელებს პოლიციის განყოფილებიდან და ამბობს, რომ ხელმძღვანელობამ მას სამსახურიდან წასვლა ისე მოსთხოვა, რომ მიზეზი არ განუმარტავს:
“დაწერე პატაკი, ოჯახური პირობების გამო, წადი. რას ქვია წადი? სამი შვილის მამა ვარ, ესენი შემინახავენ ოჯახს, თუ რა არის? ამათი მე ვერ გავიგე და ვერც თვითონ იგებენ, მაგრამ ჩემი აზრით, ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ჩემი სიძე, გიორგი მეზვრიშვილი, რომელიც შიდა ქართლში დაცვის პოლიციის უფროსი იყო და გამოუშვეს მხოლოდ იმიტომ, რომ იყო კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარი”
კომენტარებში წერენ:
“Datiko Zaliko საბანაძეს დილიმაშვილს და ჟოჟუაშვილს კითხე ჩემგან რა უნდოდათ?… მე არ მყავდა ოჯახი? მე არ მქონდა ბანკები?.. ორწელიწადნახევარია სასამართლოებში დავდივარ და ამ დროში ბანკებმა სახლიც გამიყიდეს და მანქანებიც!… რაო მაგათმა არ დაგაკვალიანეს სასამართლოს მიმართეო?… თუმცა მაგათაც მალე შენნაირი ბედი ელით არ დაიდარდოოო”
“ფორმიანი ვირთხები და ნაძირლები რომ მუშაობენ მაგიტომ ყარს ეგ სისტემა”
“ხომ გავაოცეთ ევროპა დემოკრატიით …”
კომენტარები