• რეკლამა
  • კონტაქტი
07:02, ორშაბათი, 2 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – ყველა რუსმა, ვინც საქართველოში ჩამოდის, ეს უნდა იცოდეს – რუსი ოპოზიციონერის მიმართვა საქართველოში მყოფ რუსებს

ალია ავტორი - ალია
19:59 05-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,238

რუსი ოპოზიციონერი აქტივისტის, ეგორ კუროპტევის მიმართვა საქართველოში მყოფ რუსებს:

 

დღეს ბევრი ჩემი კოლეგა საუბრობდა პასუხისმგებლობაზე. ხშირად მესმის პასუხი – არა, ჩვენ არ ვართ პასუხიმსგებელნი. ასე არ არის, ჩვენ ნამდვილად ვართ პასუხისმგებელნი. არა მხოლოდ იმ სისხლიან აგრესიაზე, რომელსაც ახლა ჩვენი ქვეყანა უკრაინაში ჩადის… ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქართველოში და მინდა ყველას ესმოდეს, როგორ ქვეყანაში ვართ და ამის შესახებაც უამბოთ მეგობრებს, დაწეროთ პოსტები… ეს ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დღემდე ავლებენ მავთულხლართებს, თბილისიდან 30 კილმეტრში დგას რუსული ტანკი… რუსეთის ფეესბეს მიერ მოკლული ამ ადამიანების სახელები მთელმა ქვეყანამ იცის. არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, ირაკლი კვარცახელია… ტატუნაშვილი გაიტაცეს, აწამეს სიკვდილამდე, შემდეგ კი რუსეთის ექსპერტიზამ თქვა, რომ ის გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

ალბათ, არ იცით, საქართველო, უკრაინის ომის გარეშეც, 24 საათიანი რეჟიმით ცხოვრობს რუსეთის აგრესიის პირობებში – მეც რუსული პასპორტი მაქვს და შესაბამისაც, ჩემი აგრესიის პირობებში. საქართველო 24 რეჟიმით უყურებს თავისი მოქალაქეების გატაცებას, ჩვენი სამხედროები გადმოდიან, იტაცებენ ხალხს და შემდეგ ითხოვენ გამოსასყიდს.

აი, ასე ცხოვრობს საქართველო, ქვეყანა, სადაც ჩამოდიან დიდი ოდენობით რუსი აქტივისტები და სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის და ცოტა თუ საუბრობს ამაზე. ბევრისგან გვესმის, რომ ჩვენ ვხსნით ბარებს, ვსვამთ ღვინოს, ვსაუბრობთ კულტურაზე… ახლა რუსებისგან ეს არავის სჭირდება… ერთადერთი, რაც უნდა დღეს მსოფლიომ დაინახოს არის ის, რომ რუსები იბრძვიან! ჩვენ თუ არ ვიბრძოლეთ რეჟიმთან – არავინ გვაპატიებს. თეატრალურად ბოდიშის მოხდის ნაცვალ. ვიბრძოლოთ, ვთქვათ, რომ რეჟიმი შესაცვლელია, რომ ხელისუფლებაში მკვლელები არიან, სხვაგვარად, გაუგებარია, როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ დავიძინოთ მშვიდად… მეტიც, მაშინც კი, თუ ვიბრძოლებთ, მე არ ვიცი, როგორ უნდა დავამშვიდო სინდისი. 36 წლის ვარ, 18 წელია ოპოზიციაში ვარ, ვუყურებ ბუჩას და აღარაფერი მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, რას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება, უკრაინელსაც აღარ აინტერესებს, რაც ვაკეთებდი მთელი ცხოვრება. ახლა თუ არ ვიბრძვი, ახლა თუ არ ვცდილობ რეჟიმის შეცვლას… ბევრი ჩვენი მოქალაქე თვლის, რომ საქართველო მოსკოვის გარეუბანია, რომ იმპერიალისტური ზრახვები კარგია! – არა, საქართველო არ არის რუსეთის შემოგარენი. თუ არ ვეცდებით ეს ყველას ავუხსნათ – არ გვაპატიებენ!

გთხოვთ, ყველას ვინც საქართველოში ხართ, არ დაგავიწყდეთ, ეს ქვეყანა ოკუპირებულია ჩვენი, რუსული ჯარით, აქ ყოველ დღე გრძელდება აგრესია, იხოცებიან ადამიანები. აქ სხვაგვარად უნდა მოვიქცეთ, პატივისცემით, ვისაუბროთ იმაზე, რას აკეთებს აქ ჩვენი ხელისუფლება და მაქსიმალურად ვიბრძოლოთ… ასე იქნებ, აღდგენა მოვახერხოთ…

ვიდეოს ნეტგაზეთი აქვეყნებს:

http://

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომირუსეთი ოკუპანტია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!
ახალი ამბები

შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!

17:51 05-31-2025
რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?
ახალი ამბები

სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?

19:37 05-30-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved