ყარაბაღში კვლავინდებურად უმძიმესი მდგომარეობაა- გასული ღამის განმავლობაში აქტიურად მიმდინარებოდა აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეს შორის საარტილერიო ბრძოლა და ფრონტის მთელ ხაზზე მოწყობილ მიწა-თხრილებში შეტევა-კონტრშეტევის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა უმძიმესი ვიდეო, რომელიც ასახავს სანგარში მყოფ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ სომეხ ჯარისკაცებს, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ისინი სარდლობამ მიატოვა. ჯარისკაცი ჩაფხუტზე დამაგრებული ვიდეოკამერით იღებდა არსებულ სიტუაციას, რა დროსაც მის პოზიციას ცხრილავენ ტყვიამფრქვევიდან, რის შემდეგადაც იგი ეცემა, ხოლო მისი თანამებრძოლი კი მთელი ხმით ყვირის და შებრალებას ითხოვს.
სომხური მხარის თქმით, განადგურებულია 700-ზე მეტი აზერბაიჯანელი სამხედრო, აფეთქებულია 130-ზე მეტი ტანკი და 72 უპილოტო საფრენი აპარატი. სომხური დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად კი დაჭრილების სახით 1900-ზე მეტი ადამიანი არის დაშავებული აზერბაიჯანელთა მხრიდან.
ექსპერტთა შეფასებით, ორივე დაპირისპირებული მხარე საინფორმაციო ომს ეწევა და მტრის დანაკარგების შესახებ გადაჭარბებულ ციფრებს ასახელებს.
სომეხი სამხედროების განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ უპილოტო საჰაერო დამრტყმელი აპარატები დაუსჯელად მოქმედებენ და უჭირთ მათი განეიტრალება, ძალზე მძიმედ მოქმედებს წინა ხაზზე მყოფ სამხედროთა ფსიქოლოგიურ განწყობაზე- „ არ ვიცით, რა დროს საიდან დაგვეცემა ჭურვი თუ რაკეტა“.
კომენტარები