ამ წუთებში რამდენიმე ლოკაციაზე, მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები აპროტესტებენ პოლიციელთა ძალადობას შშმ პირზე, რომლის ამსახველი ვიდეოკადრები გუშინ გავრცელდა. ისინი აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულს სისტემური სახე აქვს და სისტემაა შესაცვლელი.
აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც, სადაც, “ტვ პირველის” ინფორმაციით, მივიდა პოლიცია და დაიწყო აქციის მონაწილეებისათვის ფოტოების გადაღება.
პოლიციელი, რომელიც ფოტოებს უღებს აქციის მონაწილეებს, აცხადებს, რომ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს. როდის შემდეგ გახდა მათი უფლებამოსილება ადამიანებისათვის ქუჩაში ფოტოების გადაღება და სად უნდა წარადგინონ ეს ფოტოები და ვისთან – უცნობია.
ვიდეოს “ტვ პირველი” ავრცელებს:
კომენტარები