ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ნივრის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს.
მისი თქმით, არ გვაქვს კვლევა იმის შესახებ, ნიორს შეუძლია, თუ არა დაგვიცვას გაციებისგან ან კორონავირუსისგან, მაგრამ არსებობს კვლევა იმის შესახებ, რომ მას სიმსივნის განვითარების შემცირება შეუძლია.
“იცი, რომ ნიორის მიღებას შეუძლია სიმსივნის განვითარების შეფერხება? მე გეტყვი თუ რომელი ორგანოს სიმსივნის განვითარება შეიძლება შემცირდეს ნიორის ყოველდღიური მიღებით,
სხვათაშორის იყო კვლევა 2016-ში ორ ორგანოზე და აქედან ერთ-ერთი, კუჭი განსაკუთრებით აინტერესებდათ. კვლევა ჩატარდა 143 ათას ადამიანზე და მათი ანალიზით დადგინდა, რომ შეუძლია ნიორის მიღებას 35%-ით შეგიმციროს კუჭის სიმსივნის განვითარების ალბათობა. ნიორი შეიძლება იყოს პროტექციული ანუ დამცველობითი საკვები”
ექიმი განმარტავს იმასაც, რა შემთხვევაში, რა მედიკამენტებთან ერთად არ შეიძლება ნივრის მიღება, ან ნივრის ჭარბი მიღება და “ალია”, გთხოვთ, ვიდეოს ამ ნაწილსაც მიაქციოთ ყურადღება.
კომენტარები