ფოტო და ვიდეო – “იმედი”
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ამ დროისთვის, არიან დაშავებულები, თუმცა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო, დაახლოებით, 12:00 საათისთვის ჩამოინგრა. დაშავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. ერთ-ერთ მათგანს, ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აღენიშნება. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი პოლიციასთან კონტაქტზე გავიდა. მიმდინარეობს მათი სამძებრო სამუშაო.
კომენტარები