“ღამის კურიერის” ეთერში დაპირისპირება მოხდა, 20 ივნისის ღამეზე საუბრისას “ლელოს” წევრებსა და გახარიას გუნდის წვერებს შორის.
გახარიას გუნდის, პარტია “:საქართველოსთვის” წევრი – კახა ქვემოკლიძე, ბექა ლილუაშვილი
“ლელო” – ლევან სამუშია და ფიქრია ჩიხლაძე
ლევან სამუშია:
მაკო გომურს იცით…
კახა ქვემოკლიძე:
რა მაკო გომური, რა შუაშია… თქვენ გგონიათ პოლიციის თანამშრომლები არ იზირებდნენ გავრილობს შესახებ სამოქალაქო პროტესტს?
ფიქრია ჩიხლაძე:
ტყვიის ექსპერტი ხართ?
კახა ქვემოკლიძე:
ეგ ის ტყვიაა, რომელიც ყველა ნორმალურ სახელმწიფოში გამოიყენება სპეც ეპიკირებაში… კეთილი ინებეთ და მომისმინეთ. კეთილი ინებეთ და მიიღეთ ის ტონი, რითაც გესაუბრებით. ნუ დაიწყებთ ჭკუსი სწავლებას, 87 პოლიციელი დაშავდა იმ დღეს, 2 პოლიციელმა დაკარგა მხედველობა, 33 პოლიციელი მოიტაცეს და ისინი ადამიანები არ არიან? 2 საათი და 50 წუთი ძალას არ იყენებდნენ და ის ყოფილა “გამაპრავებელი”, რომ მერე ვიღაცეები დაშავდნენ…
ლევან სამუშია:
ხალხს თვალები დათხარეთ… ვირაცეები დაშავდნენ, რას ნიშნავს?
კახა ქვემოკლიძე:
ახლოდან თუ გამოიყენებ მაგ ტყვიას, რა თქმა უნდა არის დამაზიანებელი… ნუ დამიწყებთ ჭკუის სწავლებას.
ლევან სამუშია:
უნივერსიტეტამდე დასდევდით ხალხს… 26 მაისს წინა ხელისუფლება თქვენსავით იძახოდა, ანალოგიური მოაწყვეთ…
კახა ქვემოკლიძე:
26 მაისს ადარებ?
ლევან სამუშია:
ხომ მუშაობდი შსს-ში? სად არის 20 ივნიის შიდა და გარე სათვალთვალო კამერები? განადგურებული გაქვთ, ერთი არა გაქვთ. პასუხს ვაგებთო… ხალხს თვალები დათხარეთ და დღეს ამბობთ, რაღაც დაზარალებულებიო. როგორ შემოუშვა ჯერ გავრილოვი გახარიამ საქართველოში, კანონით არ ჰქონდა ამის უფლება.
კახა ქვემოკლიძე:
რა კანონით არ ჰქონდა უფლება, დეტალები არ იცით და რაღაცას იძახით. კონტრდაზვერვა აკეთებს დასკვნას მაგ დროს.
ლევან სამუშია:
მესაზღვრე ჰაერშია, ხო?
კახა ქვემოკლიძე:
გგონიათ მესაზღვრე იღებს გადაწყვეტილებას?
ლევან სამუშია:
ა, ტყუილად დგას იქ საზღვარზე მესაზღვრე?… ყველაზე კარგი წამალი დღეს თქვენთვის არის ბოდიში!
კომენტარები