“კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, “მთავართან”:
“ივანიშვილის გეგმა ეს არის – აკეთოს საზიზღრობები, არ აცრას ქვეყანა, მოიმატოს კრიმინალმა, არა ქარხანა, ფსკერზე დაიყვანოს ქვეყანა – ჩვენმა დასავლურმა პარტნიორებმა ეს იციან, ჩვენ სულ ვაწვდით ამ ინფორმაციას საელჩოებს, არ ვართ მკვდრები, ვმუშაობთ და მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ამ ქვეყანას არ მიატოვებენ.
ირმა ინაშვილის მიმართვაც ვნახე – რამდენი პროცენტი აქვს ინაშვილს? რა საშიშროებაა, გეტყვით, ინაშვილი არ საუბრობს, ივანიშვილი საუბრობს, როგორც ბედუქაძე არ საუბრობდა მაშინ და საუბრობდა ივანიშვილი, რომელმაც მერე მას გმირი უწოდა.
ხალხს რომ გამოიყვანს ბევრს და მერე იქ 1 პროცენტია? ეგ გაინტერესებთ? ეს “ოცნების” ხალხია, მერე პარტიას მიჰყავს თავისი ხალხი და ინაშვილს რჩება თავისი საცოდავი პროცენტი.
აი, რატომ ვამბობ, ფსევდოს დაარქვით ფსევდო, უნდა გაერთიანდეს პროევროპული სექტორი. მისი პარტია ყოველთვის ჩაარტყამს დანას ზურგში. მახსოვს, ზოგის აზრი, იმ მაგიდასთან ინაშვილიც იყოს, მოვიდესო… დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი.
რა უფლება აქვს, ვინ არის, ხალხმა მანდატი რომ არ მოგცა, ერთპროცენტიანი ხარ, ვის ეუბნები დიალოგზე, რას სთავაზობ, შემოსვლას სთავაზობ? შემოდიო? ჩვენი სამაჩაბლოს წართმევა რომ მოინდომეს, ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა.
მივმართავ ნაღდებს, ოპოზიციას, მე მესმის სურვილი აქვთ გაერთიანების, არ ხდება რა…”
კომენტარები