ენმ-ის წევრი, ზვიად კუპრავა, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
“გახარიას ნუშის პლანტაციები კახეთში და სამფლობელო მამულები!
საერთო ფართობი 500 ათასი კვმ. ნუში, ხელოვნური ტბა და მთელ ტერიტორიაზე გამართული სარწყავი სისტემა..
თქვენი აზრით, რამდენი მილიონი ეღირება ,,გაღარიბებული” გახარიას ქონების მხოლოდ ეს ნაწილი?
უყურეთ ბოლომდე
და გააზიარეთ!
დღეს ეს ქონება არის დაახლოებით 50 მლნის ღირებულების, რომელშიც შედის მიწა 500 ათასი კვმ. ნუშის პლანტაცია, ხელოვნური ტბა და მთელ ტერიტორიაზე დაქსელილი სარწყავი სისტემა.
როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს 2015 წელს გახარიამ ამ მიწებში, 1 ჰექტარში 1000$ დან 1500$ მდე გადაიხადა.
ოლიგარქისა და რუსი პრემიერის სქემა მარტივია, გააღატაკე ხალხი და მიითვისე მათი ქონება…
ბიჭი, მუშა, რომელსაც ველაპარაკე ბედნიერი იყო, რადგან 700 ლარს იღებდა გახარიასგან ჯამაგირს, მის ყოფილ ნაკვეთზე მუშაობისთვის, რომელიც გახარიას კაპიკებში მიჰყიდა!
კომენტარები