რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკელ კოლეგასთან ერთად უკრაინის საკითხი განიხილეს.
ვლადიმერ პუტინის თქმით, ჯო ბაიდენი ეთანხმება იმას, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი მინსკის შეთანხმებების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.
„რაც შეეხება შეხვედრას, მტრული განწყობა არ ყოფილა. შეხვედრა პრინციპული ხასიათის იყო. ბევრ საკითხზე ჩვენი მოსაზრება განსხვავებულია, თუმცა ორივე მხარემ ერთმანეთის გაგებისა და პოზიციების დაახლოების სურვილი გამოხატა. საუბარი საკმაოდ კონსტრუქტიული იყო. რაც შეეხება კიბერუსაფრთხოებას, შევთანხმდით, რომ კონსულტაციებს დავიწყებთ. “
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის ელჩები მუშაობას დაუბრუნდებიან.
კომენტარები