“ტვ პირველი” ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს, სადაც წერია, რომ ყველი, რომელიც ჯარში შევიდა, საკვებად უვარგისი იყო.
“შპს “ალპურის” მიერ მიწოდებული ყველის ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ პროდუქტი შეიცავდა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ბაქტერიებს, კერძოდ კოლიფორმებს. აღნიშნულის გამო, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უარი თქვა შპს “ალპურის” მიერ მოწოდებული პროდუქტის მიღებაზე.”
კომპანია 300 000 ლარით დაჯარიმდა და მან სასამართლოს მიმართა. “ალპური” თავდაცვის სამინისტრო, შსს-ს და სახელმწიფო დაცვის დეპარტამენს სამი წლის მანძილზე ამარაგებდა პროდუქციით.
ჯარი წლის განმავლობაში 2 300 000 ლარის ყველს ყიდულობს.
ახალი კონტრაქტორი “ვანი როქსია” – რომლის დირექტორი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი – შალვა ადეიშვილია.
“ვანი როქსის” მფლობელი, თამარ დათუაშვილი, ბანკში მუშაობს, ხოლო კომპანიის იურიდიულ მისამართზე მისი სახლი დაგხვდებათ და მისმა ძმამ არც იცის, რომ მის დას მილიონიანი ბიზნესი აქვს. კომპანიას ოფისიც არა აქვს.
ცოტა ხნით ადრე, ექსპერტიამ დაადგინა, რომ ორცხობილები, რომელიც ჯარში შეჰქონდათ, საკვებად უვარგისი იყო. შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს, რომ ორცხობილა დაობებული იყო.
რაც შეეხება ფასს, კომპანია “ვანი როქსი” 2020 წლის დეკემბრის ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებულია სახელმწიფო უწყებებს მიაწოდოს 224 650 კგ. ყველი და ხელშეკრულების ფასია 2 336 360 ლარი. კილოგრამი ყველის ფასი გამოდის 10,40 ლარი.
თავდაცვის სამინისტრო, პასუხად, აცხადებს, “ტელეკომპანიის მიერ მრავალი წლის წინ უწყებიდან წასული თანამშრომლის 2019 წლის სექტემბერში დანიშნულ ირაკლი ღარიბაშვილთან ან მის გუნდთან დაკავშირებას – სცდება ყოველგვარ საღ აზრს და ლოგიკას, წარმოადგენს შეგნებულ დეზინფორმაციას და თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ და ამორალურ მცდელობას.”
კომენტარები