“მთავარ არხზე” ნანუკა ჟორჟოლიანთან, ბიძინა ივანიშვილის შვილების ინგლისურის მასწავლებელი საუბრობს:
“ბერამ და უტამ ურეკში, წვეულებაზე მიმიპატიჟეს, სადაც მომწამლეს. გუტალაქსის 30 ჯერ მეტი დოზა მქონდა მიღებული. მიმკურნალა ბიძინა ივანიშვილის ექიმმა ზაზა მათოშვილმა. ბერა ანზორ ჩუბინიძესთან ერთად მოვიდა და თავად მითხრა, რომ მომწამლა. სხვა მასწავლებლებსაც ჰქონდა მსგავსი პრობლემა. დილით დამირეკა ირაკლი ღარიბაშვილმა და მითხრა რომ ჩემ კონტრაქტს აღარ გააგრძელებდნენ.
წავედი ამერიკის საელჩოში, შევხვდი 2 თანამშრომელს. მათ მირჩიეს,რომ დამეტოვებია საქართველო. ვესაუბრე საკონსულოს ოფიცერსაც, რომელმაც იცოდა, რისი გამკეთებელი იყო ივანიშვილი.
ეს ხალხი გიჟია, ნამდვილად გიჟია.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჩემი დაშინება დაიწყო, რატომ ბედავ ხმის ამოღებასო. არ ვიცი ამ კაცს თავი ვინ ჰქონია, მომწამლეს და აქეთ მადანაშაულებდნენ. ამ ადამიანებს მიაჩნიათ რომ კანონზე მაღლა დგანან. ბიძინა ფიქრობს რომ ის ღმერთია, ის და მისი ოჯახი ღმერთები არიან. მან მითხრა რომ უტას დაბადება ასტროლოგიურ მოვლენას უკავშირდება. დღე, როდესაც მან პარტია გააკეთა ემთხვეოდა მთვარის დაბნელებას. ეს ოკულისტია. უყურეთ და განსაჯეთ, ნორმალურია, თუ არა შენი შვილები მასწავლებელს წამლავდეს. შიშში ვიცხოვრე, რადგან ამ ამბის მოყოლა გავბედე.
ამერიკელებს არ ეშინია მთავრობის, როცა მთავრობის ეშინია ხალხს, არ ხარ თავისუფალი, როცა მთავრობას ეშინია ხალხის, მაშინ ხარ თავისუფალი.
მე დავიქირავე ადვოკატი, თეა გიორგაძე, რომლის საქმრო მოსამართლე იყო.”
ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, დღეს თეა გიორგაძე არის პროკურორი, მისი მეუღლე პაატა სილაგაძე კი დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა.
კომენტარები