ერთი წლი კის წინ, ხელვაჩაურის რაიონში, თხილნარში ფუტკარაძეების ოჯახიდან 9 შვილი წაიყვანეს, უფროსი 16 წლის იყო იმ პერიოდისთვის, უმცროსი კი 7 თვის!
ერთი წლის შემდეგ, ოჯახი ისევ ითხოვს საზოგადოების დახმარებას.
ოჯახს სახელმწიფომ ბინა აჩუქა, რომელიც ქალაქის ცენტრში იყო, ბინა ოჯახმა გადაცვალა კერძო სახლზე და 4300 კვ.მ. მიწაზე, მიწაზე გაშენებულია ნარგავები, მათ შორის მანდარინი და ოჯახი ამბობს, რომ დაახლოებით 3-4 ტონა მანდარი მოჰყავთ.
როგორც ოჯახი ამბობს, სახელმწიფო, კერძოდ კი ჯანდაცვის სამინისტრო მას ედავებოდა, რომ მისი შვილები არ იყვნენ დაბანილნი – “ბავშვები არიან, ეზოში, მიწაში თამაშობდნენ, რა უნდა მექნა, სოციალური აგენტის მოსვლის წინ დამებანა და გამომეწყო ბავშვები?” – ჰყვება დედა არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივასთან”
ოჯახმა თავად მიმართა დახმარების თხოვნით სოციალურ სამსახურს, როგორც დედა ჰყვება, მას უნდოდა მისთვის ესწავლებინათ, როგორ დაეხმაროს შმმ სტატუსის მქონე ორ შვილს და როგორ გააუმჯობესოს მათი აღზრდის პროცესი.
ჯანდაცვის სამინისტრო ფუტკარაძეების ოჯახს ედავებოდა იმასაც, რომ ოჯახს ახალ სახლში ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოწყობილი აბაზანა და საპირფარეშო.
დედა ჰყვება:
“პოლიციელმა მითხრა, სოციალურის ფულით რატომ იყიდე წყლის ბაკიო, ჯერ იმას მედავებოდნენ, ბავშვებს დღეში სამჯერ არ ბანო, მერე იმას მედავებოდნენ, წყლის ბაკი რატომ იყიდეო, ზაფხულობით აქ სულ წყლის პრობლემაა”
როგორც დედის მონათხრობით ვიგებთ, სოციალური აგენტი თავის თავზე იღებდა ისეთი საკითხების გადაწყვეტასაც კი, როგორიცაა ბავშვებისთვის ექიმის შერჩევა – როგორც ჩანს, ჯანდაცვის სამინისტრო კონსტიტუციას და ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს არ სცნობს.
“ალია” ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წარმომადგენელს, მზია ქედელიძეს, რომელიც ჯერ კიდევ შარშან იყო ჩართული ამ ოჯახის საქმეში:
“თუ ვინმე დაეხმარა ამ ოჯახს, დაეხმარნენ ადამიანები, დაეხმარნენ ექიმები, ჩვეულებრივი მოქალაქეები, ზოგმა ავეჯი აჩუქა, ზოგმა ტექნიკა. რას ითხოვდა სოციალური სამსახური? – რემონტს! ასევე, როგორც პირად საუბარში გავარკვიე, ითხოვდა რომ და-ძმებს სხვადასხვა საძინებლები ჰქონოდა, ბიჭებს ცალკე დაეძინათ და გოგოებს ცალკე. ამ ოჯახმა ყველა პირობა შეასრულა, ყველაფერი გააკეთეს შვილების დასაბრუნებლად – თუმცა, მაინც არ დაუბრუნეს შვილები, რითიც ძალიან ვარ გაოცებული.
მე პირადად არაერთხელ მივამრთე სოციალური სამსახურის ადგილობრივი განყოფილების უფროსს, თემურ ქარცივაძეს კითხვით, რატომ არ უბრუნებენ ფუტკარაძეებს შვილებს – მპასუხობდა, რომ არ იცის და რომ ცენტრიდან ელოდება დასტურს!”
როგორც ჩანს, ცენტრიდან დასტური არ ჩავიდა ხელვაჩაურში, გესმის, ცენტრი?
სანამ ოჯახს შვილებს წაართმევდნენ, მათი ყოველთვიური დახმარება იყო თვეში 680 ლარი და 180 ლარი შემწეობის, როგორც დედა ჰყვება. დაახლოებით ერთი წლის წინ, მათი დახმარება 1000 ლარამდე გაიზარდა, თუმცა, მალევე ბავშვები წაიყვანეს კიდეც.
სამაგიეროდ, ახლა სახელმწიფო თვეში 450 ლარს უხდის ოჯახებს თითო ბავშვზე – რაც თვეში სულ 4050 ლარი, ამის ნახევარითაც რომ დახმარებოდნენ ოჯახს, არც ბავშვების წამოყვანა გახდებოდა საჭირო და ოჯახსაც მყისიერად დაეტყობოდა.
ბავშვების წაყვანის შემდეგ, ცოლ-ქმარმა მუშაობა დაიწყეს დასუფთავების სამსახურში – მათ რემონტი ჰქონდათ სახლში გასაკეთებელი და შვილები დასაბრუნებელი, აქედან, ყველაზე პატარა, თვეების იყო და მკერდიდან ააგლიჯეს დედას და 2 კი შმმ პირია და განსაკუთრებული სითბო და ყურადღება სჭირდება.
ფუტკარაძეების შვილები ზუსტად მაშინ წაიყვანეს, როცა ისინი ჯანდაცვის სამინისტროში, შვილებისთვის სამეციდინო დახმარების სათხოვნელად საბუთებით იყვნენ მისულნი.
ერთი წელი გავიდა, ოჯახმა თავისი ვალდებულება შეასრულა, როგორც გვიყვებიან – სახელმწიფომ არა.
რამდენ ოჯახს არა აქვს სოფელში სახლი გარემონტებული? – ბოლო დღეების მანძილზე უამრავი ადამიანი გვირეკავს და გვეკითხება, მათაც შეიძლება წაართვან შვილები? – უმეტესობა იმასაც გვეუბნება, რომ სწორედ ამიტომ არ მიმართავენ სახელმწიფოს დასახმარებლად, რადგან, დახმარების ნაცვლად, შეიძლება ოჯახი საერთოდ დაკარგონ.
ბავშვების წაყვანიდან 1 წლის შემდეგ, თხილნარის რწმუნებული, თამაზ წულუკიძე ambebi.ge-თან ამბობს, რომ არ იცის მიზეზი, რატომ წაიყვანეს ბავშვები, ამბობს, რომ ბავშვების წაყვანიდან 6 თვის შემდეგ შეხვდა სოციალურ აგენტს და ასე გაიგო ამ პრობლემებზე – “ოჯახს ვიცნობ, მისულიც ვარ, მაგრამ პირობები არ აქვთ” – ჰყვება თხილნარის რწმუნებული და კიდევ ერთხელ ადასტურებს ამით, რომ სწორედ საცხოვრებელი პირობების გამო წაიყვანა სახელმწიფომ ბავშვები, ნაცვლად იმისა, რომ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში დახმარებოდა ოჯახს.
ჟურნალისტი ეკითხება თხილნარის რწმუნებულს, თუ სახელმწიფო ეხმარებოდა ოჯახს, რატომ არ გაუმჯობესდა მათი საცხოვრებელი პირობები, რაზეც ბატონი თამაზი გულწრფელად პასუხობს – არ ვიცი!
არ იცის და რა ქნას?!
სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი, ცისანა ჩიკვაიძე კი, იგივე მედიასთან ითვლის რომელი საერთაშორისო ორგანიზაცია დაეხმარა ოჯახს, ვინ მიუტანა საჩუქრად ქვეშაგები – “ნოუთბუქიც” კი აჩუქეს” – ამბობს ისე, თითქოს “ნოუთბუქი” უნდა უკვირდეს ოჯახს, რომელსაც შვილების შესანარჩუნებლად სულაც სახლის გარემონტება მოსთხოვეს.
ქალბატონი ცისანა, თავს უფლებას აძლევს ბავშვების დედას უნარ-ჩვევები დაუწუნოს მიზეზით – “მე პირადად მათი ბინის გაყიდვის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ბათუმის მერიაში მითხრეს, რომ საჩუქარია და თავად განკარგავენ, ჩვენ უკვე ჩარევის უფლება არ გვქონდა. შეიძინეს კერძო სახლი საკუთარი ეზოთი, მაგრამ მშობლების უნარ-ჩვევების ნაკლებობა იყო მიზეზი, უფრო მეტად დედის.”
არ ვიცი, 9 შვილის გასაზრდელად, რომელი სჯობს, 120 კვ.მ. ბინა, თუ კერძო სახლი, 4300 კვ.მ. ეზოთი და ბაღით – ქალბატონმა ცისანამ უკეთ იცის, როგორც ჩანს, რომ 9 შვილის გაზრდა კორპუსის ბინაში სჯობს.
ქალბატონი ცისანა იმეორებს, რომ ბავშვების გამოყვანა ოჯახიდან კანონის დაცვით მოხდა და მიზეზს ასე ხსნის: “ბავშვების მიმართ იყო უგულებელყოფა. დანარჩენზე, მეტად აღარ დავკონკრეტდები.”
თუ კანონის დაცვით წაიყვანეს ოჯახიდან, სადაც 41 წლის და 37 წლის ცოლ-ქმარი შრომობს და არაფერს უწუნებენ, თურმე, გაურემონტებელი საცხოვრისის გარდა – ესე იგი კანონია უვარგისი და კანონი უნდა შეცვალოთ!
მას შემდეგ, რაც ფუტკარაძეების ოჯახზე შეიტყო საზოგადოებამ, ჭორებიც ელვის სისწრაფით გავრცელდა… რაღა არ ითქვა…
პოლიტიკური მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერები, ლევან ჩაჩუა და დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელვაჩაურში ჩავიდნენ, ესაუბრეს ოჯახს, მეზობლებს, გადაუღეს სახლს ვიდეო და თქვეს, რომ ყველა ჭორი უსაფუძვლოა.
გთავაზობთ ორ ვიდეოს, აქედან ერთი “ქართული იდეის” გადაღებულია 2020 წლის 10 აგვისტოს, მეორე კი 2019 წლის აგვისტოშია გადაღებული არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივა”-ს მიერ.
2020 წლის 10 აგვისტო:
2019 წლის აგვისტო:
ფუტკარაძეების ოჯახიდან 9 შვილის გაყვანა უამრავი ადამიანი გამოეხმარა სოც. ქსელში:
“მოკლედ დირექტივები მოვიდა როგორც იქნა….
ფბ ექსპერტებმა იმსჯელეს და დაასკვნეს :
მამა – ლოთი და ნარკამანი…
დედა – ბო@ი და გონებასუსტი.
ვერდიქტი – უნდა წაერთმიათ ბავშვები..
რეკომენდაციები: კარგი იქნება თუ ღარიბები თავს შეიკავებენ ბავშვების ყოლისგან.”
“აბა ვისთან უნდა შევათანხმო რამდენი შვილი შეიძლება მყავდეს… გამოდით უნდა დაგთვალოთ თქვენი დედებს შევე@ი!!!”
“ახლა ვიდეო დაიდო და აკი ლოთები, უსაქმურები და ბო@ები არიანო კაცოო… სახლიც გაურემონტებიათ და მუშაობენ კიდეც”
“ესე იგი იმის მაგივრად რომ შეჭირვებულ ოჯახს დაეხმარო, შვილებს ართმევ და მერე ვინც მათ აიყვანს იმათ უნიშნავ სოლიდურ ფულად კომპენსაციას…საქართველოს მთავრობა @იგ ხო არა გაქვთ ბიძიკო თქვენ???”
“მე მონასავთ ვმუშაობ ხოლმე ჩემს ეზოში, თან დახმარე მუშაც გვეხმარება მაგრამ იმ ოჯახის ეზოსავით გაკრიალებული ეზო მაინც არ მაქვს. ის საცოდავი დედა თან სახლ-კარს თუ ასე უვლის თან ბავშვებსაც, მაშინ სულაც არ ყოფილა ზარმაცი, როგორც გამოაცხადეს”
“ერთერთ კომენტარში დავწერე, ზუსტად მაგ სააგენტოს გვერდზე, რომ მხარეა ეგ ვითომჟურნალისტი და არა ობიექტურობის დასადგენად ჩასული! შე დალოცვილო, მიდი იმ მშობლებთანაც, გამოკითხე მეზობლები…მარტო წამრთმევი მხარის არგუმენტები რომ მოგყავს, დარწმუნდი, მშობლებმა 9 ბავშვი მართლა “უგულებელყვეს”?ანდა რა ტერმინია ეს!მსოფლიოს მოსახლეობის შემცირება მაინცდამაინც ქართველების განადგურებით უნდა დაიწყოს?”
“ამ ოჯახებზე არავინ ზრუნავს,ისევ გაჭირვებული ხალხი გაიღებს ხოლმე ბოლო კაპიკებს, უკვე საქვეყნო რომ გახდება მათი ამბავი და რასაც ვერ ვიგებთ კი აგრძელებენ შიმშილს. სახელმწიფოს გარდა ვინაა დამნაშავე ასე მასიურად ხალხის დამშევა-გაღატაკებაში?ვითომ ბავშვებზე ზრუნავენ და მათ მშობლებს სამუშაო ადგილები რომ უნდა შეუქმნან არ იციან და საარჩევნოდ ჩამორიგებული დახმარება გამოსავალი ჰგონიათ?”
“ამის გატარება არ შეიძლება ეს უკვე ძაან მეტისმეტია ყველა უნდა დაუდგეს და მიუდგეს ამ საკითხს 9 შვილის დედა არ არის მასე მისატოვებელი. მე ვიქნები მის გვერდით და ჩემი მთელი ოჯახი და სამეგობრო არ დავტოვებთ გასაჭირში შვილი რა უფლებით უნდა წაართვა მშობელს მასე არ გაგივათ!”
“სამაგიეროდ ეგეთი სოცაგენტი მივიდა ჩემი მეგობრის ბინაში სადაც ავადმყოფი დედა-შვილი ცხოვრობენ და 80 იან წლებში გაკეთებული რემონტის გამო მოუხსნა სოციალური, შპალერი გაქვს კედელზეო. როგორც უნდათ უსე ჭრიან და კერავენ”
“მე რა ვერ გავიგე, იცით? 5 წელია, სოციალურ სამსახურს ველოდებით, უშველოს ბავშვს და გაწირეს ფაქტიურად. ჩემი შვილის კლასელზე მაქვს საუბარი, ეს ბავშვი, პირველ კლასში, სახლში რომ ვერ ახერხებდა მეცადინეობას, დილით ადრე მოდიოდა სკოლაში და იქ წერდა დავალებებს. მოიტეხა ბავშვმა ფეხი, დედა სხვა ვერსიას ყვებოდა, ბებია სხვას, მერე ტვინის შერყევა ჰქონდა. ცემდნენ ამ ბავშვს, მოკლედ. მივედით სახლში, მე რაც იქ ვნახე, მსგავსს ფილმშიც იშვიათად ნახავ. ყველაფერს აქ ვერ დავწერ ახლა. მოკლედ, წლები უყურა სოციალურმა ამ ბავშვის ტანჯვას, საბოლოოოდ ეს ბავშვი გავიდა ქუჩაში, დაიწყო მათხოვრობა და მიატოვა სკოლა. ახლა იძახიან, ბავშვს არ უნდა მოსცილდეს დედას და უფლევა არ გვაქვს ძალით წავართვათ, დიდია უკვეო, სანამ დიდი გახდებოდა, მატყლი წეწეს. ასეთი ბავშვი დაღუპეს,არ წაართვეს დედას და იმაზე უარესი რა პირობები იყო მაგ ოჯახში, ძალიან საინტერესოა.”
ალია
კომენტარები