მეცნიერი გია დვალი, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.
გია დვალი:
-დღევანდელ სიტუაციაში, რომელსაც პრეცედენტი არა აქვს მსოფლიოში, როგორ შეიძლება საქართველოს და მსოფლიოს კრიტიკული სიტუაციის ნაციონალურ მოძრაობასთან კინკლაობამდე დაყვანა? გვესმის საერთოდ სადა ვართ?
დღევანდელი საქართელო უნდა იყოს დაკავებული იმითი, რომ ყველას ცხვირში აჩეჩებდეს, რომ ჩვენ ვიყავით პირველი მსხვერპლი, რა მოხდა 2008-ში.
მაგდა ანიკაშილი:
-ომის ირაციონალურ შიშზე გადავიდეთ – ეს ფრაზა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ნატოს გენერალური მდივნისგან, ევროკავშირის ლიდერებისგან, შეერთებული შტატების მთვარობისგან გვესმის, რომ რისკის პირველი ხაზი დღეს გადის საქართველოზე და ზელენსკის სიტყვები იყო, საქართველოს ჯობია დროზე დაეხმაროთ, ვიდრე უკვე ომში ჩართულს მიაწოდოთ იარაღიაო, რატომ გეჩვენებათ რომ ომი არის ირაციონალური? როდესაც თქვენ თვითონ თქვით, რომ ომი უკვე მოხდა საქართველოში? არანაირი არარეალისტური ომი ჩვენთვის არ არის.
გია დვალი:
-მე იმას კი არ ვიძახი რომ ომია ირაციონალური, ომი შეიძლება მოხდეს… არ შეიძლება მოსახლეობასთან ურთიერთობა იყოს დაყვანილი რაღაცა ტრივიალურ მანტრამდე, რომელსაც შინაარსიო აქვს გამოცლილი. მთავრობა თესავს ირაციონალურ შიშს ომის. ეს ტრიალი ასეთი ტიპის განცხადებების, აბა, ომი გინდათ? აბა, რა გინდათ?. აგერ ომის პარტია – ეს არავისთვის კარგი არ არის. ეს არ იწვევს არც რაციონალურ თვადაცვისუნარიანობას, როდესაც ადამიანს ზაფრავ, არც თავისუფლებისაკენ სწრაფვას არ იწვევს, არაფერს არ იწვევს. მაგიტომ ვუწოდებ ირაციონალურს – ადამიანს უჩნდება შიშის გრძნობა – თუ მოხვალ და მეტყვი, ომი, ომი, ომი, დავიზაფრები, ფიქრის უნარს დავკარგავ, ვიქნები მერე ასე გაშტერებული და მომიტანენ ბიულეტენს და გადავხაზავ – ეგ გვინდა? ასეთი საზოგადოება გვინდა? თქვენ გგონიათ ამას რომ გავიმეორებთ, ომი, ომი ომი, უფრო სტაბილურები გავხდებით? საერთოდ კატასტროფაში წავალთ. ეს არ არის გამოსავალი. გამოსავალი ასეთია – საზოგადოება უნდა გახდეს რაციონალური, ირაციონალური შიში არავის არგებს და მეორე – საზოგადოება უნდა გაერთიანდეს, ეს ორი ამოცანაა შესასრულებელი. თუ გავაგრძელეთ იმის ძახილი, ეს ნაცია, ის ქოცია, ეს რაღაცა გაურკვეველი – ვერ მივაღწევთ, საზოგადოება დარჩება დაზაფრული, დაშინებული, ირაციონალურ აზრს მოკლებული,
კომენტარები