ვარლამ გოლეთიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
“მნიშვნელოვანი განცხადება გვინდა გავაკეთოთ.
ვხედავთ, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები თავს იყრიან აქციაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია, რაც ხელისუფლების ინტერესია, ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად, ვემიჯნებით ამ პროცესს. შესაძლოა დაპირისპირებული ჯგუფები აქ, ამ ადგილას დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ან შევიდნენ პოლიციასთან დაპირისპირებაში, ჩვენ ვინც აქ ვდგავართ, გადავინაცვლებთ კარვებთან, პოლიციამ თქვა, რომ ამ სიტუაციას არ გააკონტროლებს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათაც აქვთ დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია, თუმცა, შორს დაიჭირეს თავი.
არიან სხვადასხვა ჯგუფები, რომლებსაც ზოგადად აქვთ დაპირისპირება, ჩვენ არავისთან შევდივართ პიროვნულ დაპირისპირებაში. ხელისუფლება ცდილობს ჩვენ ყოველდღიურ მარგინალიზაციას, ამიტომ მშვიდობიანი მონაწილეები გადავინაცვლებთ კარავთან და დავტოვებთ იმ ხალხს აქ, ვინც არის აქ საჩხუბრად ჩამოსული.
ჩვენ არ შევალთ ცალკეული ძალის შეფასებაში, გავემიჯნებით ცალსახად. დანარჩენი არკვიოს პოლიციამ.
ჩვენ გავაფრთხილეთ პოლიცია, რო შესაძლოა ასეთი რამ დაფიქსირდეს და მათ თქვეს რომ ვერ ექნებათ ამაზე ვერანაირი რეაგირება. ჩვენ გადავინაცვლებთ იქამდე, ვიდრე ისინი აქ იქნებიან.
ვიდეოს “მთის ამბები” ავრცელებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ გუმათში მიდიან “ქართული მარში” და დომენიკ მანგო, თავის მხარდამჭერებთან ერთად.
“ალია” კი შეგახსენებთ, როცა სჭირდებოდა ხელისუფლებას, რიგი პოლიტიკური ძალა გურიაში არ შეუშვა და არ მისცა უფლება, იქ გამართულ აქციას შეერთებოდა. ასე რომ, განა ვერ მოახდინა დღეს რეაგირებას – არ მოახდინა. ნებისმიერი დაპირისპირება, რომელსაც ასე ემიჯნებიან რიონის ხეობის მცველები, იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობა.
კომენტარები