ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ნონიაშვილმა ბრიფინგზე ტელეკომპანია იმედის მიერ ევროპული საქართველოს უფასო სარეკლამო ვიდეორგოლის დაბლოკვის შესახებ ისაუბრა და თქვა:
“ჩვენ ვთავაზობთ სხვანაირი ტონალობის და განსხვავებულ ვიდეორგოლს წინასაარჩევნოდ ევროპული საქართველოსი, რომელიც ბევრად უფრო რბილია ტონალობის თვალსაზრისით, ბევრად უფრო ფუმფულაა და მოიცავს ქართული ოცნების ძირითად მესიჯბოქსს, როგორ დუღს ეკონომიკა, როგორ ვართ მოწინავე ადგილზე კოვიდთან ბრძოლაშიდა ა.შ. გვაინტერესებს გაუშვებს თუ არა ტელეკომპანია იმედი ასეთი ტიპის კლიპს”
კომენტარები