დღეს პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა:
“1 წელი გავიდა, რაც ყველას ერთად გვიწევს პანდემიასთან ბრძოლა – პირველი შემთხვევა სწორედ იანვარში დაფიქსირდა.
მიუხედავად იმისა, რომ 1 წელი გავიდა, პანდემიასთან ბრძოლა საქართველოში გრძელდება. დღეის მდგომარეობით გვაქვს 1177 შემთხვევა ინფიცირებულების. საქართველოსთვის დღეში 1500 ინფიცირებული ძალიან მძიმეა. ევროპაში ყველგან მძიმდება მდგომარეობა და შეზღუდვები მკაცრდება. ჩვენ ვაგრძელებთ შეზღუდვებს 1 თებერვლამდე.”
პრემიერმა, ეს ფრაზა, საქართველოში არსებულ პანდემიურ მდგომარეობაზე საუბრისას თქვა, როგორც ნახავთ და როგორც კი განაცხადა, რომ პირველი შემთხვევა იანვარში დაფიქსირდა, მერე ორი “აააა” თქვა, ორჯერ გაიმეორა წინადადება, ორჯერ გაჩერდა და პაუზაც გააკეთა, (შეგიძლიათ, ეს ვიდეოში იხილოთ) მაგრამ ნათქვამ წინანადებას ვეღარ გადააკეთებს.
“ალია” შეგახსენებთ, მსოფილიომ პირველად ახალ კორონავირუსზე დეკემბერში შეიტყო, ოფიციალური მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და არა იანვარში. იანვარში ბევრჯერ გავრცელდა ჭორი, რომ კორონავირუსის შემთხვევა უკვე დაფიქსირებული იყო ქვეყანაში, უამრავი ადამიანი წერდა, რომ მათ მსგავსი სიმპტომებით იავადმყოფეს, მაგრამ სახელმწიფო ოფიციალურად ინფიცირების ფაქტს არ ადასტურებდა!
“ალია” შეგახსენებთ რამდენიმე ფაქტს, რა ხდებოდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე:
14 იანვარს, ბატონმა პაატა იმნაძემ განაცხადა: „სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკა საერთოდ არ არის მიღებული ევროპის ქვეყნებში. ეს არის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტრადიცია“
20 იანვარსვე ამირან გამყრელიძე აკეთებს განცხადებას და ამბობს – „საშიშროება არც თეორიული და არც პრაქტიკული ქვეყანაში ვირუსი იქნეს იმპორტირებული, არ არსებობს!
21 იანვარს გამოცემა „ჯანმრთელობა“ წერს რუსეთში და ევროპაში გავრცელებულ ვირუსზე, რომელიც მეტწილად ბავშვებში აღინიშნება და მისი სიმპტომებია გამონაყარი, სახეზე და კიდურებზე, იგი სწრაფად ვრცელდება და ვირუსის სახელია – კოქსაკი! – დიახ, ეს ის ვირუსული ინფექცია, რომელზედაც, მაისის დასაწყისში საუბრობენ აშშ-ს და ევროპის ეპიდემიოლოგები, რომ შესაძლოა, მის პროვოცირებას კორონავირუსი ახდენს, ხოლოდ ახლა, ერთი წლის შემდეგ, ქართველი ექიმები საუბრობენ უკვე მასზე და ამბობენ, რომ “იაშვილში” და არა მხოლოდ, არაერთი ბავშვი წევს ამ სიმპტომოებით და ყველას გადატანილი აქვს კორონავირუსი.
23 იანვარს პირველად კეთდება განცხადება, რომ იგეგმება საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროში შეხვედრა, იმის დასადგენად, ხომ არ არის საჭირო ზომების გამკაცრება და მათ დაადგინეს, რომ იმ ეტაპზე არ იყო საჭირო ზომების შემოღება.
23 იანვარს ამირან გამყრელიძე გვირჩევს მოვერიდოთ უხანში მოგზაურობას და ჯერ კიდევ არ არის საუბარი მთელ ჩინეთზე.
24 იანვარსვე ვრცელდება საქართველოში ჩამოფრენილი ჩინელი მგზავრის ინტერვიუ, ის ძალიან გაოცებულია, რომ საქართველოს აეროპორტში არავინ შეამოწმა და თავისუფლად მისცეს ქვეყანაში შემოსვლის საშუალება.
25 იანვარს ქართველი ექიმი და პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი პირველი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩინეთიდან გამოსაღწევად ადამიანები სიცხის დამწევს სვამენ და ისე ადიან ბორტზე და ითხოვს, საქართველოში ჩამოსული მგზავრები და მათი ბარგიც კი შემოწმდეს, საეჭვო სიმპტომების მქონე კი გაბრუნონ უკან, ან გადაიყვანონ კარანტინში.
25 იანვარს დღის მეორე ნახევარში, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეემოწმებინა ჩინეთიდან ჩამოფრენილი მგზავრები, ხოლო რაც შეეხება ჩინეთიდან ჩამოსულ ტვირთებს, თქვა, რომ ტვირთი უსაფრთხოა.
პირველად „ალია“ წერს, 26 იანვარს, რომ საჭიროა ექიმების გადამზადება, აღჭურვა, დეზინფექციის ჩატარება მათი ტანისამოსისთვის. პირველად ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საჭიროა კლინიკის მოწყობა სპეციალურად კოვიდ19-ით დაავადებული პაციენტებისთვის, პირველად, ჯერ კიდევ 26 იანვარს, ზუსტად „ალიას“ გვერდიდან ითხოვენ ექიმები, რომ შეწყდეს ტვირთები ჩინეთიდან, გადამზადდენ ექიმები, მოემზადოს ქვეყანა, გამზადდეს საკარანტინე სივრცეები და მომზადდეს რამდენიმე სპეციალიზირებული კლინიკა.
26 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრო „ალიაში“ გასულ ინტერვიუს პასუხობს და გვეუბნება, რომ საქართველო მწვანე ზოლშია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
28 იანვარს ცნობილი ხდება, რომ ბაკურციხეში ქალბატონი, რომელიც ჩინეთიდან ჩამოვიდა, ვირუსის სიმპტომებითაა, ოღონდ, სანამ მედიამ არ გააჟღერა ეს ინფორმაცია, იგი მხოლოდ ადგილობრივმა ექიმმა გასინჯა და პაატა იმნაძემ კი ანალიზის აღების გარეშე გვითხრა, რომ ეს ქალბატონი ჩინეთის სხვა რეგიონიდან ჩამოვიდა და არა უხანიდან, ამიტომ მას ვერ ექნება ვირუსი.
29 იანვარს ფოთში შემოდის გემი ჩინეთიდან და საქართველოში 4 დღე რჩება.
იმავე დღეს, 29 მარტს, პარლამენტი მსჯელობს კანონპროექტზე – 50-ლარიანი ჯარიმა ძაღლის ყეფაზე.
მიუხედავად იმისა, რომ 29 იანვარს პრემიერმა თქვა, რომ უკვე შეწყდა ფრენა ჩინეთთან, 30 იანვარს, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 30 იანვარს საქართველოში ჩინეთის 110 მოქალაქე ჩამოფრინდა და ისინი შეამოწმეს, თერმოსკრინინგით.
26 იანვარს „ალია“ ითხოვდა საკარანტინე სივრცეების შექმნას, თუმცა, გამოაცხადეს, რომ რაც საჭიროა ის კეთდება და რაც არ კეთდება, ე.ი. არ არის საჭირო. დიახ, ეს ის საკარანტინო სივრცეები, რომლითაც ახლა ასე იწონებს თავს პაატა იმნაძე და ქართულ “ნოუ ჰაუს” უწოდებს. სწორედ “ალიას” მეშვეობით მოითხოვეს ექიმებმა პირველად ის და კარგა ხანს არავინ გვისმენდა.
31 იანვარს სოც. ქსელის მომხმარებელი, ზურაბ კობახიძე წერს, რომ საქართელოში კორონავირუსის 5 შემთხვევაა უკვე დადასტურებული ლაბორატორიულად, მაგრამ მალავენ.
პირველ თებერვალს ვრცელდება ხმოვანი შეტყობინება სოციალურ ქსელში, რომ საქართველოში უკვე არის ვირუსის დადასტურებული შემთხვევები, მაგრამ მალავენ.
2 თებერვალს ილია მეორე ავრცელებს განცხადებას: „ზოგიერთმა მას სიკვდილის ვირუსი შეარქვა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველ დილას და საღამოს ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს კარ-მიდამოს, ეზოს, შვილებს და ღმერთი იქნება თქვენი მფარველი“
2 თებერვალს თბილისის აეროპორტიდან კიდევ ერთი ჩინეთიდან ჩამოფრენილი მოქალაქე გადაიყვანეს სიცხით კლინიკაში.
8 თებერვალს ოფიციალური ვერსიით, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა 5 თვის ფეხმძიმე 29 წლის ქალი, რომელის მდგომარეობაც 3 დღეში დამძიმდა და მას ჰქონდა სუნთქვის გაძნელება და ორმხრივი პნევმონია.
13 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა დიაგნოსტირების პროცესი შეცვალა, არ დაელოდება ანალიზის პასუხს და კომპიუტერულ ტომოგრაფიას ჩაუტარებს პაციენტს, რადგან მაშინაც კი თუ ინფიცირებულს არა აქვს სიმპტომი, ტომოგრაფიით, ფილტვზე მაინც გამოჩნდება ვირუსის კვალი.
14 თებერვალს ბათუმშიც იმართება საპროტესტო აქცია სლოგანით – “ბათუმის მერი, 40 დაქალთან ერთად, პარიზში კრუასანების საჭმელად წავიდა”.
21 თებერვალს როგორც იაქნა, საქართველოში მოეწყო პირველი საკარანტინე სივრცე და ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 30 მოქალაქე იქ გადაგვყავს.
22 თებერვალს ცნობილი ხდება, რომ ვირუსი ირანის ყველა ქალაქშია უკვე გავრცელებული.
23 თებერვალს საქართველომ შეწყვიტა ფრენა ირანთან.
24 თებერვალს ამბობს ამირან გამყრელიძე, რომ ჩვენც რისკ ჯგუფში ვართ და აღარ ვართ მწვანე ზონაში.
24 თებერვალს პაატა იმნაძე ამბობს, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა – ყვირის – “კორონავირუსი არ არის სასიკვდილო დაავადება, არ არის საპანიკო”
24 თებერვალს „ალიაში“ იბეჭდება ქუთაისელი ექიმის ინტერვიუ, სადაც ის გვიყვება, რომ უწევს პაციენტი, რომელსაც აქვს კორონავირუსის სიმპტომი, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო არ აძლევს ნებართვას ან კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღოს, ან ანალიზი აუღოს.
25 თებერვალს „ალიაში“ დაიბეჭდა ევროპაში მცხოვრები ქართველი ექიმის, გიორგი მანჯავიძის ინტერვიუ, სადაც ის გვიყვებოდა, რომ საქართველოში დაუდასტურდა უკვე პაციენტს კორონავირუსი, მაგრამ არ ასაჯაროებენ ფაქტს. ის ამბობდა, რომ ეს ინფორმაცია პოლიტიკოსმა მიაწოდა.
26 თებერვალს დილით ცნობილი გახდა, რომ ინფექციური საავადმყოფოს შიდსის განყოფილებას ცლიდნენ და შენობას ამზადებდნენ კოვიდ19-ით დაავადებული პაციენტებისთვის. თუმცა, ოფიციალურად ჯერ კიდევ არ ადასტურებენ, რომ ინფიცირებული უკვე გვყავს.
26 თებერვალს, მხოლოდ 22 საათზე დაადასტურა ჯანდაცვის მინისტრმა ოფიციალურად, რომ გვყავს პირველი ინფიცირებული.
27 თებერვალს, მხოლოდ 27 თებერვალს შეიზღუდა სახმელეთო მიმოსვლა ირანთან.
28 თებერვალი – ამირან გამყრელიძე – აცხადებს რომ იტალიაში ნამყოფ ბავშვებს ბაღში არ უშვებენ და ეს დისკრიმინაციაა. „ალიას“ გარდა ისევ არავინ საუბრობს იმაზე, რომ იტალიიდან ჩამოსულმა ადამიანმა კარანტინი უნდა გაიაროს!
28 თებერვალს მილანიდან 97 მგზავრი ჩამოფრინდა და ყველანი სახლებში გაუშვეს – ჯერ ისევ არ გადაჰყავთ კარანტინში.
29 თებერვალს არაერთი ადამიანი უკავშირდება „ალიას“ და გვიყვებიან, რომ ისინი ევროპიდან ჩამოფრინდნენ, მაგრამ აეროპორტში არავის შეუმოწმებია.
და მხოლოდ 2 მარტს გამოჩნდნენ პირველად სასწრაფო დახმარების ექიმები სპეციალური აღჭურვილობით, ოღონდ, დღეის მდგომარეობითაც კი, ისინი ყველა გამოძახებაზე არ მიდიან ამ აღჭურვილობით, მხოლოდ „საეჭვო“ გამოძახებაზე! როგორ უნდა მიხვდნენ უსიმპტომო პაციენტთან „საეჭვო“ გამოძახებას, ეს ჯერ კიდევ უცნობია.
5 მარტი, პაატა იმნაძე – „ვირუსისთვის თავის არიდების ერთადერთი გზა შეგნება და თვითიზოლაციაა.“
6 მარტს კი ცნობილი ხდება, რომ იტალიიდან ჩამოვიდა ამირან გამყრელიძის შვილის კოლეგა, სიცხიანი მივიდა სამსახურში და გადასდო რამდენიმე ადამიანს, მათ შორის, ამირანის ვაჟს, ნიკოლოზს. ცნობილი ხდება ისიც, რომ ნიკოლოზ გამყრელიძემ იცოდა, რომ მისი თანამშრომელი იტალიიდან ჩამოვიდა. ამ ფაქტის შემდეგ, პაატა იმნაძეს, კარგა ხანს აღარ უხსენებია – შეგნება!
და მაშინ პირველად ვიგებთ რას ნიშნავს კლასტერი!
17 მარტს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს „ალია“ ეკითხება, გადამზადდნენ თუ არა ექიმები და დაურიგდათ თუ არა გაიდლაინები, რაზეც გვპასუხობს – „მზადა გვაქვს გაიდლაინები, დამტკიცდება და დაიწყება მათი გავრცელება“.
21 მარტს ცხადდება საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე.
კომენტარები