შოთა და არჩილ არველაძეებმა ვიდეო გაავრცელეს. ტაშკენტის „პახტაკორმა“, სადაც შოთა მთავარ მწვრთნელად, აჩი კი სპორტულ მენეჯერად მუშაობენ, უზბეკეთის თასის 1/8 ფინალში „სოგდიანას“ უმასპინძლა და არასაფეხბურთო ანგარიშით დაამარცხა – 8:1.
მოგება არველაძეებმა და შოთას ასისტენტებმა, გოჩა ტყებუჩავამ და თურქმა იბრაჰიმ ილმაზმა ქართული მხატვრული ფილმის, „ფეოლას“ სიუჟეტის მიხედვით აღნიშნეს. შოთა გასახდელში ზის და მასთან გუნდის წევრები შედიან და გამარჯვებას ულოცავენ – „მოვიგეთ ფეოლა“.
ტაშკენტის „პახტაკორმა“ უზბეკეთის ჩემპიონობა გაინაღდა, ახლა კი უზბეკეთის თასის მოსაგებად იბრძვის.
კომენტარები