ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ბიძა, დიმიტრი კაკუბავა სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ერთ-ერთ არასრულწლოვან მოწმეს ფსიქოლოგის თანდასწრებით ესაუბრება.
როგორც ვიდეოში ჩანს, სერგი კაპანაძესთან, ფსიქოლოგთან და სხვა რამდენიმე პირთან ერთად, საუბარს სასულიერო პირიც ესწრება.
დიმიტრი კაკუბავა წერს, რომ ვიდეოში სერგი კაპანაძე და სხვა პირები ხორავას ქუჩის საქმის სავარაუდო დანაშაულის იარაღზე საუბრობენ.
„როგორ იქმნებოდა ტარის ვერსია კაპანაძის დახმარებით, მამაომაც გამოიჩინა თავი, კასტეტიო“, – წერს მიხეილ კალანდიას ბიძა, დიმიტრი კაკუბავა.
ცნობისთვის, მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
კომენტარები