ელენე ხოშტარიას დედა სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.
ირინა გუნცაძე:
არ ვიცი როგორ გამოვხატოთ მადლიერება საქართველოს მოქალაქეების ჩვენი ემიგრანტების, ჩვენი ოჯახის მეგობრების, ექიმების, ჟურნალისტების, ომბუდსმენის მიმართ, ამ უდიდესი სოლიდარობისთვის, სითბოსთვის და სიყვარულისთვის. ჩვენ მეორედ დავიბადეთ.
შიმშილობის მე 17-ე დღეს ,,დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, პროტესტის ეს უმწვავესი ფორმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლა შესთავაზა.
სოციალურ ქსელში კი ვრცელდება კადრები, როგორ ტოვებს ელენე პარლამენტის შენობას.
კომენტარები