საპატრიარქო ამერიკის შეერთებული მდივნისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.
„დღეს, 2020 წლის 18 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მა საქართველოს საპატრიარქოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ რ. პომპეოს უმასპინძლა.
შეხვედრის დაწყებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სახელმწიფო მდივანი მ. პომპეო, რომელმაც, თავის მხრივ, სიხარული გამოხატა უწმინდესთან შეხვედრის გამო.
შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყრდე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი (დანიელი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქალბატონი კელი დეგნანი და სხვა მოწვეული პირები,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამერიკის საელჩო, თავის მხრივ, სოციალურ ქსელში წერს, რომ მაიკ პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას.
კომენტარები