ყოფილი პარლამენტარი, ემზარ კვიციანი, ავრცელებს ვიდეოს და წერს:
“სუსი რო დაგეჯერათ ჩემთვის, ხომ არ გექნებოდათ მიშა ჩამოსაყვანი თავის გარემით, იმის შიშით,რომ ხალხი არჩევნებზე არ გამოვიდოდა?
ხალხი რომ არ გამოსულიყო სპეკტაკლი დასახელებით არჩევნები ჩავარდებოდა და დაწერილ პროცენტებს ვერ გააპრავებდით!!!”
კვიციანი ავრცელებს 2018 წლის ვიდეოს, სადაც ის ამბობს:
“რომ არ დომებოდა ბატონ ბიძინას ეს შედეგი, რომელიც დაიდო, რა მოხდებოდა? წარდგენილი იქნებოდა თქვენგან კანდიდატი – ტრიუმფით არ გაიმარჯვებდა, მაგალითად, კახიშვილი? მაგრამ არ დააყენა, რატომ არ დააყენა? იმიტომ რომ არ დაანებეს დაყენება. თუ არ შეიკრიბა ეროვნული ძალები – საქართველო დაქცეულია, ამ უბედურებისკენ მიგყავთ ქვეყანა. რომ არ გდომებოდათ ეს შედეგი, მინიმუმ სუს-ის უფროსი გადაყენებული უნდა ყოფილიყო უკვე და ყველა ის პასუხისმგებელი პირი, ვინც შედეგი ვერ დადო და რატომ ვერ დადო? არ იმუშავა ხალხთან. მე მაინც მჯერა, რომ არანაირი არჩევნებ8ი არ ჩატარებულა და არანაირი ხმები არ დათვლილა, დაიწერა სუს-ის მიერ და ეს კიდევ დიდი უბედურებაა. სუსი ატარებს არჩევნებს… “
შეგახსენებთ, 2018 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც “ქართულ ოცნებას” მეორე ტური დასჭირდა.
კომენტარები