ამ წუთებში, ნეაპოლში ქართველი ემიგრანტების აქცია იმართება. 22 იანვარს იტალიაში, ნეაპოლში, 27 წლის ქართველი გოგო, სალომე ტეტუნაშვილი დაიკარგა. აქცია ანონსდება რომშიც.
მარიამ კინწურაშვილი:
“ნაპოლში უკვე ხალხია შეკრებილი, ქუჩაში გადიან მშვიდობიანი აქციით. მქონდა საუბარი სალომეს ოჯახის წევრთან. ნებართვა აღებული მაქვს იმისა, რომ ჩვენ, რომში მყოფი ემიგრანტები ავდგეთ და გავიდეთ საელჩოსთან, საქართველოს საელჩოსთან. ძალიან გთხოვთ, ხუთშაბათს 2 საათის მერე, ვინც ისვენებთ, ვინც გარეთ ხართ, გამოდით… არანაირი გამოძიება არ არის დაწყებული, გოგო სად არის, არ ვიცით, ჩვენი სისხლი და ხორცი. ვისაც გიდუღთ სისხლი, ვინც ქართველები ხართ, გთხოვთ გამოდით. დედა მარტო არ უნდა დავტოვოთ.”
რაც შეეხება საქართველოს საელჩოს იტალიაში, მათ ოფიციალურ სოციალურ გვერდზე ინფორმაცია 21 იანვარს შემდეგ არ განახლებულა, შესაბამისად, დაკარგულ ქართველ ქალზე, საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ გავრცელებული.
კომენტარები