კოკა-კოლას ბოთლი მაგიდიდან კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გადადგა. კერძოდ, იტალიელმა ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ შვეიცარიასთან გამართული მატჩის შემდეგ მაგიდიდან კოკა-კოლას ბოთლი გადადგა და მის ნაცვლად წყალი დადო.
ცნობისთვის, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრისტიანო რონალდუმ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში პორტუგალია-უნგრეთის მატჩის წინ, ბუდაპეშტში გამართული პრესკონფერენციაზე, მის წინ განთავსებული კოკა-კოლას ორი ბოთლი დემონსტრაციულად გასწია, სანაცვლოდ კი წყალი აიღო და პორტუგალიურ ენაზე წარმოთქვა “Agua”, რითაც დამსწრე საზოგადოებას უთხრა, რომ უმჯობესია წყალი უნდა დალიონ.
კომენტარები