უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების ბრიფინგის ამსახველ ვიდეოს. ბრიფინგში მონაწილე რუსი სამხედროები ასახელებენ თავიანთ ვინაობას, დაბადების თარიღს, საცხოვრებელი სახლის მისამართს რუსეთში, თავიანთი მეთაურების გვარებს და ჰყვებიან, რომ ისინი მოატყუეს, მათ არ ჰქონდათ გავლილი მომზადება.
“20 წლის ვარ და ამდენი ცხედარი ერთად არასოდეს გვინახავს…
მაპატიეთ… 5 დღე ვიდექით და ველოდებოდით საწვავს და საკვებს. მეც დამჭრეს. მეც და სხვა დაჭრილებიც სწრაფად გადაგვიყვანეს სამკურნალოდ. სანამ ჩვენ გვმკურნალობდნენ, გავიგე, რომ კიდევ ერთი კოლონა მოდიოდა ტანკების და მათი უმრავლესობაც გაანადგურეს. ეს დიდი დანაკარგია, სერიოზულად ვაგებთ ამ ომს.
მიგვაგდეს, მოგვატყუეს…”
კომენტარები