ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვმა ფორმულას ეთერში ამბობს:
“რუსული ვაქცინა ტექნოლოგიურად მათ დაამზადეს. კვლევებიც ჩაატარეს. გუშინ მსოფლიოში ავტორიტეტით და რანჟირებით რიგით მეორე სამედიცინო ჟურნალმა ლანცეტმა გამოაქვეყნა საკმაოდ დიდი კვლევა, 21 ათას ადამიანზე ჩატარებული, შედეგების ინტერპრეტაცია შეიძლება ვიღაცამ გააკეთა, მაგრამ ვინ შეასრულა? იმდენად დიდი კითხვებია, რომ მათ ეს სტატია არ უშველით.
მარეგულირებელ ორგანოებს დიდი და მკაცრი მოთხოვნები აქვთ, ევროპის მარეგულირებელი სააგენტო იქნება თუ ამერიკის FDA, რომელიც ყველაზე მკაცრია ამ თვალსაზრისით. ეჭვი მეპარება, ამერიკაში და ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში ასე ხელაღებით გაიყიდოს რუსული ვაქცინა.
თუმცა, რაც არ უნდა აღიარება ჰქონდეს რუსულ ვაქცინას, ჩვენ შემთხვევაში მორალური წნეხიც შეიძლება უფრო ძლიერი იყოს. რუსეთი ისე გვექცევა, მიუღებელია, რომ ამ ქვეყანაში წარმოებული ვაქცინა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გაიკეთოს. ამიტომ აქცენტი უნდა გავაკეთოთ ევროკავშირსა და აშშ-ში გაკეთებული ვაქცინები.
ჩვენ თუ საყრდენად ავიღებთ, კოვაქსი რას იზამს – ის გვეუბნება, რომ მოსახლეობის 20 პროცენტისთვის მოგვცემს ვაქცინას. ჩვენ ვიცით, რომ ევროპაში წარმოების პრობლემაც შეიქმნა. ვისგან მოგვაქვს დანარჩენი დოზა – ეს ამბავი სრულიად ჰაერშია, არა გვაქვს ინფორმაცია, რამდენად რეალური იმედი შეიძლება გვქონდეს.”
კომენტარები