ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერის, დავით ქაცარავას განცხადებით, გამყოფ ხაზთან, სოფელ ატოცში, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააფიქსირეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარის ჯარისკაცი, რომელმაც მიმალვა მოახერხა.
დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“ამ წუთას ატოცში, იმ ადგილას, სადაც რამდენიმე დღის წინ დავაფიქსირეთ მავთულხლართების გაბმის პროცესი, დღეს უკვე მავთულხლართების აქეთ გადმოსული ოკუპანტი გადავიღეთ.
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ორკები უპრობლემოდ კვეთენ მათ მიერვე დაწესებულ ოკუპაციის ხაზებს, ზოგიერთები ამ ინფორმაციას ყურად არ იღებენ. ეხლა კი, “ისიამოვნეთ” ვიდეოთი.”
კომენტარები