რუს დიპლომატს, ოჯახთან ერთად, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში დაბრუნება საკუთარი აწყობილი ვაგონით მოუწია.
კოვიდ-19-ის გამო ჩრდილოეთ კორეამ აბსოლუტურად გაწყვიტა კავშირი გარე სამყაროსთან. ჩრდილოეთ კორეამ დიპლომატის წასაყვანად ქვეყანაში არცერთი სახის ტრანსპორტი არ შეუშვა.
დიპლომატი საზღვრამდე მატარებლითა და ავტობუსით მივიდა. შემდეგ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვრის გამყოფ მდინარე ტუმენზე რკინიგზის გავლა საკუთარი აწყობილი ურიკით – დრეზინით მოუწია.
კომენტარები