ცოტა ხნის წინ უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში. ე.წ. ახალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მატარებელმა 23 წლის მამაკაცი გაიტანა.
„ინფორუსთავის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ცხვრების მწყემსი იყო. მას ლიანდაგებზე ფარა გადაჰყავდა, რა დროსაც მათ მატარებელი მიუახლოვდა. ახალგაზრდამ ცხვრების გადარჩენა სცადა, თუმცა მატარებელს თავად ემსხვერპლა.
ადგილზე არსებული მდგომარეობის ამსახველი კადრები „ინფორუსთავმა“ გაავრცელა.
კომენტარები