ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია რუსული სამხედრო ტექნიკის ბელარუსის მიმართულებით გადაადგილების შესახებ. ამაზე სტატიებს უკრაინული, ბელარუსული და რუსული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებში აღნიშნული ფაქტის არაერთი ფოტო-ვიდეო მასალა გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ათეულობით ურალისა და კამაზის ტიპის უნომრო სატვირთოები, ზუსტად ისეთივე, როგორებიც რუსეთის ეროვნული თავდაცვის გვარდიის შემადგენლობაშია, შენიშნეს, რომ გადაადგილდებოდნენ ბელორუსის საზღვრისკენ მიმავალ გზებზე, E95 და M1მაგისტრალებზე.
გაცხადებული ინფორმაციით, სულ 40-მდე სატვირთო ავტომობილი მიემართებოდა ზემოხსენებულ ტრასებზე. ექსპერტთა შეფასებით საუბარია 600 სამხედროს გადაადგილებაზე ბელარუსის საზრებთან. ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა ვასილი მაქსიმოვმა. მისი განცხადებით, სამხედრო კოლონების გადაადგილება გადაღებულია ბელარუსის საზღვრიდან 83 კილომეტრში.
კომენტარები